გიგა ავალიანის დედის პირველი კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გიგა ავალიანის დედის პირველი კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ » დროული ინფორმაცია გიგა ავალიანის დედის პირველი კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

გიგა ავალიანის დედის პირველი კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

08-04-2026
2
Aa

გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე აცხადებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თავისი სიტყვებით, მდგომარეობა შეუმსუბუქა.


ეკა კუპატაძე ამბობს, რომ ის სასჯელს ელოდა, თუმცა მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ბოლო ნაწილი იყო, სადაც "მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიგა ავალიანის სისპეტაკეზე ისაუბრა".



"მე, რა თქმა უნდა, შინაგანი მოლოდინი მქონდა მაქსიმალური სახდელის, ვიცოდი, რომ თუკი 14 წელს მიუსჯიდა, დააკლდებოდა მეოთხედი და დარჩებოდა 10 წელი და 6 თვე, მაგრამ მე მინდა აქ ერთი რამე ვტქვა, ვფიქრობდი, განა რა შეიცვლება ჩემსა და ჩემი შვილის დედა-შვილობას შორის, დამნაშავეების მშობლები ისევ წავიდოდნენ სახლში, დამნაშავეებს ისევ წაიყვანდნენ ციხეში და მე და ჩემი ნიკა ისევ ავტომატებით წავიდოდით გიგას სასაფლაოზე. მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა მე დღეს შემიმსუბუქა, თუ შეიძლება რამემ შეამსუბუქოს ჩემი მდგომარეობა, მე დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა თავისი [სიტყვის] ბოლო ნაწილში შემიმსუბუქა ჩვენი [ჩემი და გიგას] დედა-შვილობის გაწყვეტილი ურთიერთობა, რომელსაც ვერ ვიღებ, შინაგანად ვერ ვიღებ და მე ეს დღეს რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა.


კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ველოდებოდი სასჯელს იმიტომ, რომ ესენი მართლა არიან პირსისხლიანები და საზოგადოებისგან მაინც უნდა გაერიდებინა მოსამართლეს ეს ახალგაზრდები...


ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ბოლო ნაწილი, სადაც მან ისაუბრა გიგა ავალიანის სისპეტაკეზე, ხო, მე მართლა სპეტაკი შვილი მომიკლეს, ხო, ჩვენ ერთად ამოგვწყვიტეს... მადლობა რომეო ტყეშელაშვილს პირადად გიგა ავალიანის დედისგან, რომ მან გიგა ავალიანის ღირსეულ პიროვნებას, ღირსეულად გაუსვა ხაზი," - განაცხადა ეკა კუპატაძემ.


ცნობისთვის,გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს - ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.


რაც შეეხება დემეტრე ჩიქოვანს, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოიტანა.


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს.




FACEBOOK კომენტარები