"ვისაც არ არ სჯერა,შემიძლია სრული ვიდეოც ვაჩვენო" - რას წერს მაკა რაზმაძე რობერტ სტურუას გახმაურებულ სპექტაკლზე? "ვისაც არ არ სჯერა,შემიძლია სრული ვიდეოც ვაჩვენო" - რას წერს მაკა რაზმაძე რობერტ სტურუას გახმაურებულ სპექტაკლზე? » დროული ინფორმაცია "ვისაც არ არ სჯერა,შემიძლია სრული ვიდეოც ვაჩვენო" - რას წერს მაკა რაზმაძე რობერტ სტურუას გახმაურებულ სპექტაკლზე?

"ვისაც არ არ სჯერა,შემიძლია სრული ვიდეოც ვაჩვენო" - რას წერს მაკა რაზმაძე რობერტ სტურუას გახმაურებულ სპექტაკლზე?

08-04-2026
2 038
Aa

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, რობერტ სტურუას სპექტაკლის კრიტიკოსებს მიმართავს.

"აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სოციალურ ქსელში ატვირთულმა კონტექსტიდან ამოგლეჯილმა ვიდეოებმა და არა თავად სპექტაკლმა.

ნახეთ სპექტაკლი,ნახეთ რატომ იყო ასე ან ისე დადგმული ესა თუ ის სცენა და შეაფასეთ მთლიანი წარმოდგენა და არა მხოლოდ მისი ნაკუწები.

ამ ვიდეოს კი დავდებ,რომ ნახოთ როგორი იყო დარბაზში მსხდომი მაყურებლის შეფასება!

თან შეკვეცილია ვიდეო,ბევრად ხანგრძლივი იყო ოვაციები. ვისაც არ არ სჯერა,შემიძლია სრული ვიდეოც ვაჩვენო

კრიტიკა საჭირო და აუცილებელია,მაგრამ რაც ახლა ამ სივრცეში ხდება ეს საშინელებაა. მხოლოდ ყველაფრის ლანძღვას ნუ ვაქცევთ ჩვენი ცხოვრების წესად" - წერს მაკა რაზმაძე.

ცნობისთვის 5 აპრილს რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - „ვეფხისტყაოსნის“ ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა” პრემიერა გაიმართა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფრაგმენტები სპექტაკლიდან, რასაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.



FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული