ხვალიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება - ცნობილია რამდენ პროცენტიანი საკომისიო ჩამოგეჭრებათ სხვადასხვა პლატფორმებზე, საბანკო ბარათებით ლარში გადახდისას?
2026 წლის 15 აპრილიდან უცხოურ პლატფორმებზე, საბანკო ბარათებით ლარში გადახდისას საკომისიო ჩამოგეჭრებათ. აღნიშნული სიახლის შესახებ SMS-შეტყობინებები „თიბისიმ“ და „საქართველოს ბანკმა“ გაუგზავნეს მომხმარებლებს.
ცნობისთვის, უცხოურ პლატფორმებში შედის საიტები და აპლიკაციები როგორიცაა: Temu, PayPal, Wizzair, Turkish Airlines და ა.შ.
აქვე აღსანიშნავია, რომ საკომისიო არ გავრცელდება ტაქსის თუ მიტანის სერვისის უცხოური კომპანიების (Bolt, Glovo, Wolt, Bolt Food და ა.შ.) ადგილობრივ გადახდებზე.
რაც შეეხება საკომისიოს ოდენობას, 15 აპრილიდან საერთაშორისო პლატფორმებზე „თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ ბარათებით გადახდისას იმოქმედებს ნივთის/მომსახურების ჯამური ღირებულების 1.5%-იანი საკომისიო..



