"ათი წელი არასწორი დიაგნოზით მკურნალობდნენ... " - ეკა კვალიაშვილის მოულოდნელი განაცხადი "ათი წელი არასწორი დიაგნოზით მკურნალობდნენ... " - ეკა კვალიაშვილის მოულოდნელი განაცხადი » დროული ინფორმაცია "ათი წელი არასწორი დიაგნოზით მკურნალობდნენ... " - ეკა კვალიაშვილის მოულოდნელი განაცხადი

"ათი წელი არასწორი დიაგნოზით მკურნალობდნენ... " - ეკა კვალიაშვილის მოულოდნელი განაცხადი

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი
14-04-2026
625
Aa

მომღერალი ეკა კვალიაშვილი ბოლო ათი წლის მანძილზე გაფანტული სკლეროზის დიაგნოზს მკურნალობდა, რის შესახებაც არაერთ ინტერვიუში ისაუბრა. ეკას გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი ჯერ საქართველოში დაუსვეს და შემდეგ საფრანგეთშიც იმყოფებოდა გამოკვლევებზე. 

მომღერალს მკურნალობა საკმაოდ ძვირი დაუჯდა, იცოდა რომ ეს დაავადება განუკურნებელი იყო, მაგრამ ფარ-ხმალს არასდროს ყრიდა და ამბობდა, რომ დაავადებას, ღმერთის წყალობით, მაინც დაამარცხებდა. 

ერთი თვის წინ ეკა, თურქეთში იმყოფებოდა გამოკვლევებზე, სადაც უთხრეს რომ ის ათი წელი გაფანტულ სკლეროზზე არასწორად მკურნალობდა. 

- ათი წელი არასწორად ვიცოდი ჩემი დიაგნოზი. ვიცოდი ეს დაავადება მქონდა, მაგრამ ამ მოცემულობას არ ვიღებდი. თურქეთში სულ სხვა მიზეზით წავედი. რამდენიმე წლის წინ სადარბაზოში დავეცი ცუდად და ამდენი ხანი მაწუხებდა ფეხის ტკივილი, მინდოდა ზუსტი დიაგნოზი დაესვათ, გამერკვია რა მჭირდა და ამისთვის გავემგზავრე თურქეთში. მოვხვდი ძალიან კარგ ახალგაზრდა ენდოკრინოლოგთან, რომელიც ნამდვილი ექიმი ჰაუსია, გამიკეთეს ანალიზები და ორ დღეში გამაგებინეს რა მჭირდა. აქ კი ათი წელი გამაგიჟეს. ამდენი წელი ვიცოდი რომ მქონდა გაფანტული სკლეროზი და თურქეთში გაირკვა რომ მაქვს გლუტენის აუტანლობა. იმდენი მრტ მაქვს გადაღებული სიბნელეში ალბათ გავანათებ. თურქეთის ანალიზებმა ამოაგდო ავტოიმუნური დაავადება და ეს არის გლუტენის აუტანლობა, რაც საქართველოში არავის არ უთქვამს. როცა მივედი ენდოკრინოლოგთან, ექიმმა თქვა 25 წლის გოგოს ანალიზები აქვს ამ გოგოს და გაფანტული სკლეროზი არა აქვსო. შემდეგ ჩემი სისხლი ერთთვიან კვლევაზე გადააგზავნა სტამბოლში და იქიდან ჩამოვიდა ეს პასუხი. გახსოვთ ალბათ წლების წინ ინტერვიუში გითხარით ჩემი განკურნება იქნება სასწაულითქო და ეს სასწაული მოხდა.

- როგორც ვიცი, როდესაც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაგისვეს გადასამოწმებლად მაშინ პარიზის კლინიკაშიც იმყოფებოდით...

- საფრანგეთში მაშინ წავედი როდესაც საქართველოში დამისვეს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი. აქედან რა მიმართულებაც მომცა ექიმმა ის კვლევები ჩავიტარე პარიზში, იქაც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დამისვეს, მაგრამ ქალბატონმა რომელ ექიმსაც იქ შევხვდი, არ მირჩია გაფანტული სკლეროზის სპეციალურ პროგრამაში მოხვედრა. მაშინ 49 წლის ვიყავი ახალგაზრდა და მითხრეს, დროთა განმავლობაში დაავადება უკან დაიხევდა. ჯანმრთელობის რამე პრობლემა თუ შემაწუხებდა, მეუბნებოდნენ გაფანტულმა სკლეროზმა იცისო. ასე მოხდა ტრავმის მიღების შემდეგაც, დროთა განმავლობაში როცა გამიჭირდა და გამიჭირდა მოძრაობა, ვიკეთებდი კვლევებს, მხოლოდ გაფანტულ სკლეროზს აბრალებდნენ ყველაფერს. ახლა კი ვიცი, რაც მჭირს, სადარბაზოში დაცემის შემდეგ, ნერვი მომყვა მალებს შორის და ამიტომ მიჭირს სიარული, მაქვს გლუტენის აუტანლობა და ამ ყველაფერსაც სასწაულებრივად დავამარცხებ. 




- ხომ არ აპირებთ უჩივლოთ იმ ექიმებს ვინც ამდენი ხანი არასწორ დიაგნოზს გისვამდათ?

- არავითარ შემთხვევაში, არ ვაპირებ ვინმეს ვუჩივლო. ასე მოხდა და ზუსტად ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება. 

FACEBOOK კომენტარები