ვინ არის ემიგრანტი საქართველოდან, რომელმაც ფრანგულ „ვოისში“ ლარა ფაბიანი აატირა და მასთან დუეტი შეასრულა – მანგლისში დაბადებული ბიჭის დიდი წარმატება ვინ არის ემიგრანტი საქართველოდან, რომელმაც ფრანგულ „ვოისში“ ლარა ფაბიანი აატირა და მასთან დუეტი შეასრულა – მანგლისში დაბადებული ბიჭის დიდი წარმატება » დროული ინფორმაცია ვინ არის ემიგრანტი საქართველოდან, რომელმაც ფრანგულ „ვოისში“ ლარა ფაბიანი აატირა და მასთან დუეტი შეასრულა – მანგლისში დაბადებული ბიჭის დიდი წარმატება

ვინ არის ემიგრანტი საქართველოდან, რომელმაც ფრანგულ „ვოისში“ ლარა ფაბიანი აატირა და მასთან დუეტი შეასრულა – მანგლისში დაბადებული ბიჭის დიდი წარმატება

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
16-04-2026
1 420
Aa

ფრანგული „ვოისის“ ერთ-ერთი მონაწილე და დიდი აღმოჩენა გახდა ვლადიმირ კორნეევი, მუსიკოსი, პიანისტი, მომღერალი და მსახიობი, რომელმაც არა მხოლოდ ოთხივე მწვრთნელი შემოატრიალა, არამედ ლარა ფაბიანი აატირა და ცნობილმა მომღერალმა მასთან ერთად დუეტი შეასრულა. „შენ გამო გავხდი მომღერალი, ლარა“, ასე მიმართა ცნობილ შემსრულებელს ვლადიმირმა.

ვლადიმირმა არა მხოლოდ შეასრულა სერჟ ლამას შესანიშნავი სიმღერა Je suis malade, არამედ საკუთარ თავს აკომპანირება თავად გაუწია როიალთან. მას შემდეგ, რაც ოთხივე მწვრთნელი შემოტრიალდა, ლარა ფაბიანმა მასთან დუეტის შესრულება ისურვა.

ვლადიმირ კორნეევი საქართველოში, კერძოდ მანგლისში, რუსულ-ქართულ ოჯახში 1987 წელს დაიბადა. სამოქალაქო ომის პერიოდი მძიმედ აისახა მის ოჯახზე, სულ რაღაც 6 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი გერმანიაში გაემგზავრა საცხოვრებლად.

„მე ვიხილე ომი, ამიტომ ენის ბორძიკი მქონდა. დედას ძალიან ეშინოდა და ეს ნანახი მაქვს... მამა ორი წელი ავღანეთში მსახურობდა, ოფიცერი იყო, აღარ უნდოდა ომი... ძალიან კარგი ადამიანია...“, - იხსენებს მომღერალი.

ვლადიმირ კორნეევი გერმანიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, სამჯერ გახდა ნაციონალური კონკურსის გამარჯვებული, როგორც ვოკალისტი. ხშირად იწვევს სხვადასხვა ორკესტრი, როგორც სოლისტს.

„მუსიკა ჩემთვის ყოველთვის გადარჩენა იყო. ყოველთვის მინდოდა თვითგამოხატვა, მაგრამ არ შემეძლო. არც ფსიქოლოგია, არც ლოგოპედია. როცა 17 წლის ვიყავი, სკოლის თეატრიდან დავიწყე. იმის შემდეგ ენის ბორძიკი აღარ მქონია...“

„მიუნხენში ბარში მქონდა კონცერტი, სადაც შემამჩნიეს. შანსონს ვმღეროდი და შემომთავაზეს, ხომ არ დავინტერესდებოდი ფილმებში გადაღებით...“ – 2014 წლიდან სწორედ ასე დაიწყო მისი კინოკარიერა.

„რამდენიმე წელი მინდა, რომ გავხდე დიდი არტისტი“, ამბობდა 2018 წელს ჩაწერილ ინტერვიუში მომღერალი. მისი ვარსკვლავური მომენტი სწორედ 11 აპრილს დადგა, როდესაც ის ფრანგულ „ვოისში“ გამოვიდა

FACEBOOK კომენტარები