"ეს გადაწყვეტილება ორივე ოჯახმა ერთად მივიღეთ, ხვიჩაც აქ იყო და ერთობლივად გადავწყვიტეთ" - რას ჰყვება ხვიჩა კვარცხელიას მამა?
როგორც ირკვევა, ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი აღარ არის, - ამის თაობაზე ხვიჩას მამამ ბადრი კვარაცხელიამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" განაცხადა.
"მამუკა ჯუღელი აღარ არის ხვიჩას აგენტი. ეს გადაწყვეტილება ორივე ოჯახმა ერთად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მივიღეთ. ხვიჩაც აქ იყო და ერთობლივად გადავწყვიტეთ, თანამშრომლობა დაგვესრულებინა. მამუკა ჯუღელს, როგორც აგენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ხვიჩას კარიერულ წინსვლაში. მამუკას მადლობა ვუთხარით ყველაფრისთვის, რაც წლების განმავლობაში გააკეთა ხვიჩასთვის, ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ და დავემშვიდობეთ.
ამ ეტაპზე, ხვიჩას აგენტი არ ჰყავს. შემოთავაზებები არის, ბევრს აქვს კვარაცხელიასთან თანამშრომლობის სურვილი და ცხადია, სწორედ ხვიჩა და მისი ოჯახის წევრები გადავწყვეტთ, ვისთან ერთად გააგრძელებს მუშაობას", - განაცხადა მან გამოცემასთან. განაგრძეთ კითხვა



