„რანაირად შეიძლება, რომ ადამიანმა ქმრის ღალატი უფრო განიცადოს, ვიდრე დედის…“ – თამუნა მუსერიძე მეუღლესთან დაშორებაზე „რანაირად შეიძლება, რომ ადამიანმა ქმრის ღალატი უფრო განიცადოს, ვიდრე დედის…“ – თამუნა მუსერიძე მეუღლესთან დაშორებაზე » დროული ინფორმაცია „რანაირად შეიძლება, რომ ადამიანმა ქმრის ღალატი უფრო განიცადოს, ვიდრე დედის…“ – თამუნა მუსერიძე მეუღლესთან დაშორებაზე

„რანაირად შეიძლება, რომ ადამიანმა ქმრის ღალატი უფრო განიცადოს, ვიდრე დედის…“ – თამუნა მუსერიძე მეუღლესთან დაშორებაზე

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
09-05-2026
399
Aa

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელით გვიზიარებს იმ ემოციას და რთულ მდგომარეობას, რომელიც ცხოვრების ამჟამინდელ ეტაპზე, მეუღლესთან დაშორების შემდგომ აქვს.

„ამდენი ხანია ვფიქრობ და ვერაფრით ამოვხსენი… რანაირად შეიძლება, რომ ადამიანმა ქმრის ღალატი უფრო განიცადოს, ვიდრე დედის… შარშან ხომ ისე ვიყავი, რაღაცნაირად მობილიზებულად… არ ვიყავი ასე. ამ ისტორიამ ნაკუწებად დამამსხვრია… ალბათ, ახლა ერთად მოგვიწევს ფენიქსის დაბადების ყურება და, რადგან ძალიან ბევრი ქალია ჩემს მდგომარეობაში, ერთად ვასწავლით ერთმანეთს, როგორ შევაკოწიწოთ ჩვენი თავი…

საიდან და როგორ იწყება ეს ყველაფერი არ ვიცი, იმიტომ, რომ დიდი ხანია ასეთი მდგომარეობა არ მქონია, დიდი ხანია არავის დავშორებულვარ, 13, 14 წელია… მაგრამ, რაღაცნაირად ერთმანეთს ვასწავლით და ერთად გავივლით იმ გზას, რასაც საკუთარი თავის დაბრუნება ჰქვია!

აი აქ, ყელში მაქვს რაღაც გაჩხერილი, მიჭირს ლაპარაკი, მაგრამ ყველაფერს შევძლებთ. ერთი წამით არ მეპარება ეჭვი! აუცილებლად დავდგები ფეხზე და ერთი წამით არ განვიხილავ, რომ დეპრესიაში ჩავვარდები“, – აცხადებს თამუნა მუსერიძე.

FACEBOOK კომენტარები