"წინა დღესაც გამხდარა ცუდად ლექციაზე, გული წაუვიდა... კუჭის ოპერაცია იანვარში გაიკეთა, 55 კილო ჰქონდა დაკლებული" - რას ჰყვება მეტროში გარდაცვლილ გოგონაზე ლექტორი? "წინა დღესაც გამხდარა ცუდად ლექციაზე, გული წაუვიდა... კუჭის ოპერაცია იანვარში გაიკეთა, 55 კილო ჰქონდა დაკლებული" - რას ჰყვება მეტროში გარდაცვლილ გოგონაზე ლექტორი? » დროული ინფორმაცია "წინა დღესაც გამხდარა ცუდად ლექციაზე, გული წაუვიდა... კუჭის ოპერაცია იანვარში გაიკეთა, 55 კილო ჰქონდა დაკლებული" - რას ჰყვება მეტროში გარდაცვლილ გოგონაზე ლექტორი?

"წინა დღესაც გამხდარა ცუდად ლექციაზე, გული წაუვიდა... კუჭის ოპერაცია იანვარში გაიკეთა, 55 კილო ჰქონდა დაკლებული" - რას ჰყვება მეტროში გარდაცვლილ გოგონაზე ლექტორი?

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
16-05-2026
7 263
Aa

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და 14 მა­ი­სის ღა­მეს თბი­ლი­სის მეტ­რო­ში. მეტ­რო­სად­გურ "სამ­გორ­ში" 21 წლის ახალ­გაზ­რდა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. გო­გო­ნა ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზიც სწო­რედ ექ­სპერ­ტი­ზის შემ­დეგ დად­გინ­დე­ბა.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს სტუ­დენ­ტი იყო და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი. გო­გო­ნა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და. იყო სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი. 20 მა­ისს მა­რი­ა­მი 22 წლის გახ­დე­ბო­და.

"კვირის პალიტრა" მარიამის ლექტორს, თამარ ბელქანიას ესაუბრა.

- ჩემი სტუდენტი იყო მარიამი. მოულოდნელად გაუჩერდა გული მეტროში და გადარჩენა ვეღარ შეძლეს. წინა დღესაც გამხდარა ცუდად ლექციაზე, გული წაუვიდა და სასწრაფო გამოიძახეს. სასწრაფო სანამ მოვიდა, მარიამი მოვიდა აზრზე, სასწრაფო რომ მოვიდა და გასინჯეს, სატურაცია წესრიგში ჰქონდა, პულსი, წნევა წესრიგში ჰქონდა და სასწრაფო წავიდა.

იმ დღესაც ძალიან კარგად იყო, მეგობრებთან ერთად ყოფილა. მეორე დღესაც მეგობრებთან ერთად იყო. ოთხი მეგობარი - ისინი განუყრელი მეგობრები იყვნენ, სულ ერთად იყვნენ და მეტროში ერთად ჩავიდნენ.

სამგორის მეტროში მოულოდნელად ტელეფონი გაუვარდა ხელიდან მარიამსო. ეგონათ, რადგან საღამო ხანი იყო, ხომ არ ჩაეძინა. რომ წაიქცა, უცებ ატყდა განგაში, მაგრამ საუბედუროდ, უცებ გაუჩერდა გული.

სასწრაფო მალე მოვიდაო. მაგრამ სასწრაფო რომ მოვიდა, მარიამს უკვე პულსაცია აღარ ჰქონდა. განადგურებულები ვართ ყველანი. ის ბავშვებიც, ვინც ამ ფაქტს შეესწრნენ... ღმერთს ეხვეწებოდნენ თურმე, ღმერთო გადაარჩინეო. რა გახდა მეტროში ერთი შოკის აპარატი?! რომ ყოფილიყო ეს აპარატი, იქნებ, უცებ გული ამუშავებულიყო. სანამ სასწრაფო მოვიდოდა, მაინც დაიკარგებოდა დრო. არ ვიცი რამე უშველიდა თუ არა ჩვენს საყვარელ მარიამს, მაგრამ ფაქტია ის, რომ წამში გაუჩერდა გული.

- თამარ, კუჭის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებულიო, ხომ არ არის მომხდარი ამასთან რაიმე კავშირში? ან რაიმე პრობლემები ხომ არ ჰქონდა ჯანმრთელობის?

- კუჭის ოპერაცია იანვარში გაიკეთა. 55 კილო ჰქონდა დაკლებული, ეს არ ვიცი მაგასთან რაიმე კავშირშია თუ არა, მე ვერაფერს ვიტყვი, ეს სამედიცინო სფეროა, ექსპერტიზა იტყვის ტრაგედიის მიზეზს. როგორც ვიცი, ძალიან ჯანმრთელი იყო, ძალიან ჯანსაღი. 20 მაისს დაბადების დღე ექნებოდა, 22 წლის გახდებოდა. არ ვიცი რა ვთქვა, ყველა ემზადებოდა ამ დღისთვის და ამხელა ტრაგედია დატრიალდა.

ძალიან გამორჩეული გოგონა იყო - სტიპენდიანტი, წელს ამთავრებდა უნივერსიტეტს. მეოთხე კურსზე იყო, წარჩინებული სტუდენტი. გამორიცხული იყო ლექცია გაეცდინა, დავალება არ შეესრულებინა, ან რაღაც აქტივობებში ჩართული არ ყოფილიყო. ძალიან საღად მოაზროვნე, გამორჩეული ახალგაზრდა დაკარგა პირველ რიგში უნივერსიტეტმა და ქვეყანამ. დიდი დანაკლისია.

გარდა იმ ერთი შემთხვევისა, რომ წინა დღეს ცუდად გახდა ლექციაზე, სხვა არაფერი გამიგია მისი ავადმყოფობის შესახებ. ჩვენ ძალიან ვმეგობრობდით, თან ემიგრანტის შვილია, ამ დილით ჩამოვიდა დედა მონატრებულ შვილთან. ორი წელია არ უნახავს. ახალგაზრდა მშობლები ჰყავს მარიამს და ორი ძმა.

იმდენი გეგმა ჰქონდა, გუშინწინ მუშაობაც დაიწყო ერთ-ერთ სააგენტოში, რეკომენდაცია გავუწიე და ძალიან გახარებული იყო.

ძალიან კარგი მშობლები ჰყავს. სულ ყურადღებით იყვნენ. სტიპენდია რომ აიღო, სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსი დადო და მადლობებს უხდიდა დედას გვერდში დგომისთვის. ძნელია, როცა ასე შვილივით შეიყვარებ ადამიანს, სტუდენტს და უცებ გამოგეცლება ხელიდან". განაგრძეთ კითხვა>>>

FACEBOOK კომენტარები