„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

08-07-2024
701
Aa

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, დულუზაურები, კვერნაულა, სხლოვანი და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 16:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ციხისძირი, ხიდისყური, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში;

11:40-დან 11:50 საათამდე და 17:40-დან 17:50 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, ბურიანი, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

FACEBOOK კომენტარები