მასწავლებელს, რომელიც ბაკეტზე ნაჩუქარი იტალიის საგზურის გამო სკანდალში გაეხვია, სიახლე აქვს - "გუშინ იყო სასამართლო და გამოაცხადა მოსამართლემ გადაწყვეტილება" მასწავლებელს, რომელიც ბაკეტზე ნაჩუქარი იტალიის საგზურის გამო სკანდალში გაეხვია, სიახლე აქვს - "გუშინ იყო სასამართლო და გამოაცხადა მოსამართლემ გადაწყვეტილება" » დროული ინფორმაცია მასწავლებელს, რომელიც ბაკეტზე ნაჩუქარი იტალიის საგზურის გამო სკანდალში გაეხვია, სიახლე აქვს - "გუშინ იყო სასამართლო და გამოაცხადა მოსამართლემ გადაწყვეტილება"

მასწავლებელს, რომელიც ბაკეტზე ნაჩუქარი იტალიის საგზურის გამო სკანდალში გაეხვია, სიახლე აქვს - "გუშინ იყო სასამართლო და გამოაცხადა მოსამართლემ გადაწყვეტილება"

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
21-05-2026
3 887
Aa

ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მენტორმა მასწავლებელმა ნატალია თურქაძემ სასამართლოში მოიგო დავა, რომელიც მის სამსახურიდან გათავისუფლებას უკავშირდებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სკოლას დაევალა პედაგოგის სამსახურში აღდგენა და განაცდური პერიოდის ანაზღაურება.

ცნობისთვის, 2025 წლის მაისში მან სადამრიგებლო მე-12 კლასი გააცილა. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულთა მშობლებმა ბანკეტზე, მასწავლებელს მადლიერების ნიშნად იტალიაში მოგზაურობის საგზური გადასცეს.

პედაგოგის თქმით, აღნიშნული ფაქტიდან რვა თვის შემდეგ სკოლის მისამართით აუდიტის სამსახურის წერილი შევიდა, რომლის საფუძველზეც საკითხი დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილა. კომიტეტმა დაადგინა, რომ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, რადგან საჩუქრის გადაცემის მომენტში ახალგაზრდები უკვე კურსდამთავრებულები იყვნენ და სასწავლო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენდა.

თუმცა დირექტორმა სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მაინც მიიღო.



FACEBOOK კომენტარები