მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება - ბრძანება შს მინისტრმა უკვე გამოსცა მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება - ბრძანება შს მინისტრმა უკვე გამოსცა » დროული ინფორმაცია მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება - ბრძანება შს მინისტრმა უკვე გამოსცა

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება - ბრძანება შს მინისტრმა უკვე გამოსცა

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
21-05-2026
875
Aa

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა.


დოკუმენტის მიხედვით, თეორიულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატმა უნდა დააგროვოს 30-იდან მინიმუმ 25 ქულა. აქამდე, კანდიდატს მხოლოდ 3 შეცდომის დაშვება შეეძლო.


გარდა ამისა, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მსუბუქი შეცდომების ლიმიტი 12-დან 15-მდე იზრდება.


ცვლილებამდე არსებული წესით, მე-12 მსუბუქი შეცდომა ავტომატურად გამოცდის შეწყვეტას (მძიმე შეცდომას) ნიშნავს. ახალი წესით, კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, მე-15 შეცდომა კი გამოცდის შეწყვეტას გამოიწვევს.


„B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატმა უნდა უპასუხოს 30 საგამოცდო ტესტს (ბილეთი). თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრული 30 წუთის განმავლობაში უნდა დააგროვოს მინიმუმ 25 ქულა.


ასევე, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის რიგში დასაჯავშნი ადგილების მძღოლობის კანდიდატებს შორის შესაძლო თანაბარი გადანაწილების პირობების უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია შეიმუშაოს შესაბამისი მეთოდოლოგია/ალგორითმი, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლობის კანდიდატთა ბაზის ანალიზს და აღნიშნული მიზნის შესაბამისი, სააგენტოს მიერ შემუშავებული პრიორიტეტების (მაგ.: პირველადი გასვლა, ნაკლები გასვლა, რიგში დაჯავშნის მოლოდინის დიდი პერიოდი და ა.შ.) საფუძველზე რიგში ადგილების დაჯავშნის სისტემის მართვას.


მძღოლობის კანდიდატს გამომცდელის მიერ მიეცემა გონივრული დრო შესაბამისი უნარ-ჩვევის განმეორებით გამოვლენის/შესაბამისი შეცდომის აღმოფხვრის შესაძლებლობა. აღნიშნული მიზნით, გამომცდელის მიერ მძღოლობის კანდიდატს მიეცემა შესაბამისი მითითება (მაგ.: „გთხოვთ კიდევ ერთხელ შეამოწმოთ საგზაო მოძრაობისთვის მზადყოფნა“). გამომცდელის მიერ მძღოლობის კანდიდატს მითითება მიეცემა თავისუფალი თხრობით, თუმცა მითითება შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს მძღოლობის კანდიდატის მიერ შესაბამისი უნარ-ჩვევის გამოვლენის შესაძლებლობის განმეორებით მიცემის მიზანს. ამასთან, გამომცდელი უფლებამოსილია გააჩეროს საგამოცდო ავტომობილი ან მძღოლობის კანდიდატს მისცეს საგამოცდო ავტომობილის გაჩერების მითითება. შეცდომები შეიძლება დაფიქსირდეს შესაბამისი უნარ-ჩვევის შესაბამისი მითითების მიცემის შემდეგ ვერ გამოვლენის შემთხვევაში”,- ნათქვამია დოკუმენტში.


FACEBOOK კომენტარები