"ჩემი გონება ვერ წვდება ბოლომდე, ასეთი საშინელება ადამიანმა პირიდან როგორ უნდა ამოუშვას" - რას წერს ინფექციონის მაია ბუწაშვილი?
ინფექციონის მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ცნობილ ვიდეოს ეხმაურება, სადაც 17 მაისს, "ოჯახის სიმინდის დღეს", მოქალაქე დიუშენით დაავადებული ბავშვების შესახებ დასმულ შეკითხვას, არაეთიკურად პასუხობს:
"ეს დღეებია თავიდან არ ამომდის 17 მაისის “ოჯახის სიწმინდის აქციის” მონაწილე ქალის ინტერვიუს ტექსტი იმის შესახებ, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვები აინშტაინები არ არიან და რას მისცემენ მსოფლიოს ისეთს, რომ მათზე ამხელა ხარჯის გაწევა ღირდეს. იქვე, ჩვენს მთავრობას შეუქო პრაგმატულობა.
უბრალოდ, ჩემი გონება ვერ წვდება ბოლომდე, ასეთი საშინელება ადამიანმა პირიდან როგორ უნდა ამოუშვას? ანუ უკვე ბავშვებს ვახარისხებთ ვინ რა გამოვა და ისე ვმკურნალობთ? შემდეგი საფეხური რა არის? თვალის და კანის ფერის და წარმომავლობის მიხედვით გადარჩევა და საკონცენტრაციო ბანაკებში შეყრა?" - წერს მაია ბუწაშვილი.



