"ასე მოაზროვნე ახალგაზრდებით მოვიდა აქამდე საქართველო, და მჯერა რომ ასეთები კიდევ ბევრი იქნებიან" - "ბოლო ზარზე" მე-12 კლასელის სიტყვით გამოსვლის ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"გავიმარჯვებთ სახელოვნად" - ასე ეწერა "ბოლო ზარზე" 20 წლის თეკლა თვალიაშვილს პერანგზე. ღონისძიებაზე მან სიტყვით მიმართა თანატოლებს და იქ მისულ საზოგადოებას და აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.
"არ ვიცი ვინ არის, ვისი შვილია, მაგრამ მინდა საჯაროდ მადლობა მოუხადო ამ მაგარი გოგონას მშობლებს! მშობლის მოვალეობა მარტო შვილის გაზრდა არაა! მთავარი, აღზრდაა და მადლობა თქვენ, ვინც ეს ულამაზესი გოგო ასე რომ აღზარდეთ. ასე მოაზროვნე ახალგაზრდებით მოვიდა აქამდე საქართველო, და მჯერა რომ ასეთები კიდევ ბევრი იქნებიან" - წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



