"ტვინი ნუ წაიღეთ ამ სრულიად იდიოტური არგუმენტით…” - რას წერს მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში დიუშენით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშორებით წერ:
"ტვინი ნუ წაიღეთ ამ სრულიად იდიოტური არგუმენტით - “იმდენი სხვა მძიმე დაავადების მქონე ბავშვი თუ მოზრდილია, რომლებსაც ასევე ჭირდება დაფინანსება”. ანუ რომ გადავთარგმნოთ, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე ამხელა თანხა რატომ უნდა დაიხარჯოს, როცა კიდევ ბევრი სხვა დაავადების მქონე ადამიანია მისახედი.
დიახ, იმ სხვებსაც უნდა მივხედოთ. ამ ხალხმა ხმა ამოიღო და მოითხოვენ შვილებისთვის სიცოცხლის გახანგრძლივებას. როგორც ოჯახის წევრების სხვადასხვა ვიდეოში მოვისმინე, ამ ბავშვების მოვლას კიდევ უამრავი ხარჯი აქვს, რაც ოჯახის გასაწევია.
კი, სხვებსაც ჭირდებათ და იმათაც უნდა დაეხმაროს სახელმწიფო. აა, ამდენი არ შეუძლია საქართველოსნაირ გაძვალტყავებულ ქვეყანას? რა ვიცი, ეკონომიკა დუღს და ნახტომებით წინ მიდის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რა გვაქვს ევროპისთვის სახვეწარიო, გვეუბნებიან.
ევროკავშირში ზუსტად იმიტომ გვინდა, რომ ქუჩაში სამათხოვრო არ ქონდეს მშობელს შვილის წამალი და ქვეყანაში მთავარი სამსჯელო თემა ხორცის და კვერცხის ფასი არ იყოს.
იმ ევროკავშირში, სადაც მარტო თავისებს კი არ უვლიან, ჩვენი აყვავებული ქვეყნიდან ჩასულ უამრავ გაჭირვებულ პაციენტსაც მკურნალობენ.
ეს გულისამრევი არგუმენტი კი, რითაც პოსტი დავიწყე, სხვადასხვა ათწლეულში მომისმენია სხვადასხვა ჩინოვნიკებისგან ჯერ აივ ინფექციის, მერე C ჰეპატიტის მკურნალობაზე როცამიდიოდა მსჯელობა და როცა არასამთავრობო ორგანიზაციები და პაციენტები ითხოვდნენ მკურნალობას. მაგ ისტორიებს სადმე ცალკე მოვყვები," - წერს მაია ბიწაშვილი.



