“ფრთხილად ჩემსავით არ დაგემართოთ, აქ ისე უყრიათ როგორც საჭმელი - დღესაც ავად ვარ და ლოგინიდან ვერ ვდგები” - ცისნამი საყვარლიშვილი, ახალგაზრდებს აფრთხილებს “ფრთხილად ჩემსავით არ დაგემართოთ, აქ ისე უყრიათ როგორც საჭმელი - დღესაც ავად ვარ და ლოგინიდან ვერ ვდგები” - ცისნამი საყვარლიშვილი, ახალგაზრდებს აფრთხილებს » დროული ინფორმაცია “ფრთხილად ჩემსავით არ დაგემართოთ, აქ ისე უყრიათ როგორც საჭმელი - დღესაც ავად ვარ და ლოგინიდან ვერ ვდგები” - ცისნამი საყვარლიშვილი, ახალგაზრდებს აფრთხილებს

“ფრთხილად ჩემსავით არ დაგემართოთ, აქ ისე უყრიათ როგორც საჭმელი - დღესაც ავად ვარ და ლოგინიდან ვერ ვდგები” - ცისნამი საყვარლიშვილი, ახალგაზრდებს აფრთხილებს

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
24-05-2026
758
Aa

ქართველი ემიგრამტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რა შეემთხვა ამერიკაში, ერთ-ერთ წვეულებაზე:

"მეგობრებო,ახლა რასაც გავაზიარებ მინდა ყველა ახალგაზრდამ წაიკითხოს და იცოდეს რომ ამის გაკეთება არასწორია. გუშინ ალექსანდრეს ერთ-ერთი მეგობრის სახლში ვიყავით ფართიზე. აქ ხომ იცით საჭმელები როგორ უდევთ ხოლმე. მიხვალ, იღებ და იკიკნები რა.ხოდა ასე ჩამოვუარე საჭმლის დახლს და უცებ დავინახე კამფეტი ჟელიბონი და მე მიყვარს ჟელიბონის ღეჭვა.წარმოდგენა არ მქონდა რომ ის კამფეტი არ იყო და იყო მარიხუანა თუ რაღაც ჯანდაბა. ერთი შევჭამე, ტკბილი იყო და მომეწონა, მეორე, მესამეც მივაყოლე. მომეწონა, კაი გემო ჰქონდა. ვფიქრობდი ჟელიბონ კამფეტს ვჭამდი და მიხაროდა, კაი ხანია ჟელიბონი არ მიჭამია მეთქი. უცებ ჩემს თავში ყველაფერი ერთიანად დატრიალდა. საშინლად ცუდათ გავხდი, სავარძელში ჩავჯექი და თვალები მეხუჭებოდა. ვგრძნობდი როგორ ვკარგავდი საკუთარ თავს. მივხვდი რომ რაღაც ისე არ იყო. შემდეგ ყველა სახის გრძნობა ვიგრძენი და გამოვცადე.10 წუთიანი ხმამაღალი, გიჟური სიცილი, სიცილის მერე ამიტყდა ისტერიული ტირილი, ხმამაღლა ბღავილი, შემდეგ დამეუფლა საშინელი შიში, ამიტანა კანკალმა, ალექსანდრეს ვურეკავდი რომ სახლში წავეყვანე. ის კი ხალხში საუბრობდა და ვერ გაიგო ჩემი ზარი.შიშის მერე სევდა ვიგრძენი, ტკივილი და სევდა. მამაჩემს ვანოს ველაპარაკებოდი ხმამაღლა. მომელანდა რომ ჩემს გვერდით იდგა. მერე ჩემი პატარა თავი დავინახე, სიბნელეში მარტო იჯდა, ძალიან შემეცოდა.მერე ისევ სიცილი ამიტყდა. ამ დროს ალექსანდრეს გააგებინეს რაც ხდებოდა ჩემს თავს და სახლში მომიყვანა. გზიდან ირაკლის ვურეკავდი ვიღაც კაცს მივყევარ და ალექსანდრეს დაურეკემეთქი. ანუ, საკუთარ ქმარს ვერ ვცნობდი.

საშინელებაა ნარკოტიკი. გთხოვთ ყველას არასდროს გამოიყენოთ. ფრთხილად ჩემსავით არ დაგემართოთ. აქ ისე უყრიათ როგორც საჭმელი. ფრთხილად ახალგაზრდებო, ფრთხილად.ასე ცუდათ თავი არასდროს მიგრძვნია. ნარკოტიკი საშინელებაა, არ მოიხმაროთ.დღესაც ავად ვარ და ლოგინიდან ვერ ვდგები.არა მარიხუანას! არა ნარკოტიკს! დაიცავით საკუთარი თავი," - წერს ცისნამი საყვარლიშვილი

FACEBOOK კომენტარები