"ეზო აღარ არსებობს ხალხო, სახლამდე ძალიან მცირე მანძილია დარჩენილი..შეიძლება ამაღამვე წაიღოს წყალმა..." - თუთა ჯგუშია დახმარების თხოვნით ვიდეომიმართვას ავრცელებს
მწერალი თუთა ჯგუშია ლაივ ვიდეოს აქვეყნებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოდან, ე.წ. მზიურის აგარაკებიდან. ვიდეოში დამეწყრილი ეზო ჩანს. თუთა ჯგუშია დახმარებას ითხოვს.
"ახლა მოვედი სახლში სამსახურიდან, და ის რასაც ვიძახდი ერთი თვის წინ, რომ ვინმემ ყურადღება მომაქციეთ მეთქი...
ეზო აღარ არსებობს ხალხო, სახლამდე ძალიან მცირე მანძილია დარჩენილი. აქ სულ ჩემი ეზო იყო და აღარაფერი აღარ არსებობს... უბრალოდ შეიძლება ვინმემ ყურადღება მომაქციოს?აქ მოვედი ჩემს 9 წლის შვილთან ერთად, აქ უნდა დავრჩენილიყავით ამაღამ. არაფერი აღარ არის.
სახლი დგას, მაგრამ ეს სახლი შეიძლება ამაღამვე წაიღოს წყალმა... შეიძლება ვინმე გამოჩნდეს და ამ ყველაფერს შეხედოს?", - ამბობს თუთა ჯგუშია.



