22 წლის მარიამ საგინაძეს გლოვობენ
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს მკვიდრი, 22 წლის მარიამ საგინაძე გარდაიცვალა.
ახალგაზრდა გოგონა მძიმე სენს – ლეიკემიას ებრძოდა.
მარიამს სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებიან:
„მხოლოდ სიკვდილს შეუძლია, სიცოცხლით სავსე თვალების ჩაქრობა… 
როგორ მახსოვს პატარა მარიამი, დედას რომ მოჰყავდა სკოლის ზეიმებზე. სულ გამოპრანჭული და კუდრაჭა იყო, ანათებდა მისი თვალები… ეჰ… 
ღმერთმა ნათელში გამყოფოს, პატარა ფერია, დედიკოს კი გამძლეობას ვუსურვებ ამ ტკივილთან ბრძოლაში…
“
“რატომ ღმერთო, რატომ 


ნათელი შენს ნატანჯ სულს ლამაზო პრინცესა… იმედია აღარ გტკივა უკვე არაფერი”
“ეჰ როგორ იბრძოდი მარიამ..გული ამოგლეჯვამდე მტკივა.შენს დედას ვერაფერს ვერ ვეუბნები ან რა ვუთხრა.შვილის ტკივილი როგორ შევუმსუბუქო.გაგაცილებთ შენი ბოლო გზის მეგობრები თვალცრემლიანი საუფლო გზაზე…ნათელი შენს ხსოვნას.” – წერენ ახლობლები.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



