ცნობილია ბათუმში მოკლული მამაკაცის ვინაობა ცნობილია ბათუმში მოკლული მამაკაცის ვინაობა » დროული ინფორმაცია ცნობილია ბათუმში მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია ბათუმში მოკლული მამაკაცის ვინაობა

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
31-05-2026
5 867
Aa

Palitravideo-სთვის ცნობილი ხდება, ბათუმში სროლის შედეგად მოკლული მამაკაცის ვინაობა.

მოკლული, ბათუმში მცხოვრები 45 წლის როლანდ (როლიკა) დავითაძეა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ ე.წ. ბონის დასახლებაში, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს

"ცოლ-შვილს ელოდებოდა და მაგ დროს 7-8 ტყვია გავარდა... 8 ჭრილობა მიაყენეს კაცს. სკოლის მოსწავლეები მიდი-მოდიან, შეეშინდათ ბავშვებს, ტირილი დაიწყეს" - ამბობენ ბათუმში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები გამოცემა "აჭარა თაიმსთან" საუბრისას.

წყარო: palitravideo.ge

FACEBOOK კომენტარები