მარტვილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა
მარტვილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია, "ინფო მარტვილი" აქვეყნებს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, მსუბუქი ავტომობილი მაღაზიის შენობას დაეჯახა, დაშავებული მამაკაცი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცნობისთვის, ამ ავარიის დროს, ადგილზე ორი ახალგაზრდა დაიღუპა და საბოლოოდ ტრაგიკულ შემთხვევას სამი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



