რა მოხდება, თუ წლის განმავლობაში დენის საფასურის გადახდას ორჯერ დააგვიანებთ? რა მოხდება, თუ წლის განმავლობაში დენის საფასურის გადახდას ორჯერ დააგვიანებთ? » დროული ინფორმაცია რა მოხდება, თუ წლის განმავლობაში დენის საფასურის გადახდას ორჯერ დააგვიანებთ?

რა მოხდება, თუ წლის განმავლობაში დენის საფასურის გადახდას ორჯერ დააგვიანებთ?

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
05-06-2026
68
Aa

ელექტროენერგიის საფასურის დროულად გადაუხდელობამ, შესაძლოა, მომხმარებელს დამატებითი ფინანსური ვალდებულება შეუქმნას. აღნიშნულს ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 2020 წლის 13 აგვისტოს N47 დადგენილება.

მოქმედი რეგულაციით, თუ წლის განმავლობაში კომუნალური გადასახადის გადახდას ორჯერ გადააცილებთ, კომპანიისგან გაფრთხილებას მიიღებთ, მესამე ვადაგადაცილების შემთხვევაში კი დამატებითი სადეპოზიტო გადასახადი დაგეკისრებათ.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ ენერგოომბუდსმენი ნინო გულეიშვილი განმარტავს, მიმწოდებელ კომპანიას აქვს პირდაპირი ვალდებულება, გადახდის ვადის ორჯერ დარღვევისთანავე, მოსალოდნელი ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ წინასწარ შეატყობინოს აბონენტს.


მისივე თქმით, სადეპოზიტო თანხა წლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით ანგარიშდება და არსებობს სადეპოზიტო თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობაც.

„ჩვენ გვაქვს საცალო ბაზრის მიწოდების წესები, რომელიც სადეპოზიტო თანხის დარიცხვის შესაძლებლობასა და უფლებამოსილებას ითვალისწინებს. ეს არის წესი, რომელიც არსებობდა მანამდეც, როდესაც ჯერ კიდევ ელექტროენერგიის მოხმარებისა და მიწოდების წესები მოქმედებდა, შემდეგ კი უკვე გადმოტანილი იქნა აქ, უბრალოდ, ცოტა უფრო განსხვავებული ფორმით.

რეალურად, ეს წესი 10 წელზე მეტია, რაც არსებობს. დეპოზიტი, ეს არის თანხა, რომლის დარიცხვის უფლებამოსილებაც კომპანიას წარმოეშვება სხვადასხვა შემთხვევაში.

24-ე მუხლი რამდენიმე შემთხვევას ითვალისწინებს, თუმცა როდესაც საქმე ეხება ვადაგადაცილებას, ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელმა თორმეტთვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში, სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.

ასეთ შემთხვევაში, კომპანიას წარმოეშვება უფლებამოსილება, მას მოსთხოვოს სადეპოზიტო თანხის შეტანა თავის ანგარიშზე.

უბრალოდ, ეს წესები ითვალისწინებს, რომ ასეთი შეტყობინება მომხმარებელს მისდის წლის განმავლობაში (12-თვიანი უწყვეტი პერიოდი) საფასურის გადახდის ვადის ორჯერ დარღვევის შემთხვევაში.

კომპანიამ მომხმარებელს უნდა აცნობოს, რომ თუ მას კიდევ ერთხელ ექნება ვადაგადაცილებით თანხის გადახდის შემთხვევა, უკვე გამოიყენებს მასზე დეპოზიტის დარიცხვის შესაძლებლობას.

დეპოზიტი არის თანხა, რომელიც გამოიანგარიშება მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო რაოდენობიდან გამომდინარე.

პირობითად, თუ მე წლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო გადასახადი 80-დან 100 ლარამდე გამომდის, კომპანია ვერ დამარიცხავს 200 ლარს. დაახლოებით ამ საშუალო ნიშნულში უნდა ხდებოდეს თანხის დარიცხვა.

აღსანიშნავია, რომ თუ მომხმარებელი დარიცხვიდან 12-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში, თანხის ვადაგადაცილებით გადახდას აღარ მოახდენს, კომპანიას აქვს ვალდებულება, სადეპოზიტო თანხა უკან დააბრუნოს.

ეს არ ვრცელდება როგორც სანქცია, რომ მე მომხმარებელს მოვთხოვე რაღაც თანხა, რომელსაც მერე უკან არ ვაბრუნებ“, - განაცხადა ნინო გულეიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.

FACEBOOK კომენტარები