რას ამბობს ბავშვის დედა ბებიაზე, რომლის გარშემოც აჟიოტაჟი კიდევ ერთხელ ატყდა? რას ამბობს ბავშვის დედა ბებიაზე, რომლის გარშემოც აჟიოტაჟი კიდევ ერთხელ ატყდა? » დროული ინფორმაცია რას ამბობს ბავშვის დედა ბებიაზე, რომლის გარშემოც აჟიოტაჟი კიდევ ერთხელ ატყდა?

რას ამბობს ბავშვის დედა ბებიაზე, რომლის გარშემოც აჟიოტაჟი კიდევ ერთხელ ატყდა?

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
09-06-2026
4 065
Aa

აქ­ტი­ვის­ტმა ბექა კვა­ჭან­ტი­რა­ძემ გუშინ, Tik-Tok ლა­ივიდან ვიდეოს მონაკვეთი გაავრცელა, სადაც ბე­ბია (ნინო გედენიძე) მცი­რე­წლო­ვან შვი­ლიშ­ვილს ეჩხუ­ბე­ბა და ბავ­შვი კი ტირის. სწო­რედ ის ბე­ბი­აა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ შვი­ლიშ­ვილ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, რამდენიმე თვეში კი გათავისუფლდა.

"ეს ბებია ხომ გახსოვთ? დაკავა ქუთაისის პოლიციამ, სასამართლომ კი მინიმლური სასჯელი მიუსაჯა! დღეს ისევ ლაივშია, ისევ ბავშვით ხელში, დანარჩენს ვიდეოში თქვენც ხედავთ!!! ძველი ვიდეო არ გეგონოთ, გუშინდელია! ბავშვის დედა თბილისშია, ბავშვი ქუთაისში "ბებიასთან". ქვედა ფანჯარაში ლაივშია დედაც ჩართული და რეაგირება არ აქვს! რა ხდება ამ ქვეყენაში? სადაა სამართალი?" - წერს ბექა კვაჭანტირაძე.

Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვი აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა წა­იყ­ვა­ნეს, თუმცა დღეს ბავშვის დედამ Tik-Tok-ის ლაივში განაცხადა, რომ ბავშვი მასთან არის, დედამისს კი ჩიყვი აქვს და ამის გამო არის "ნერვიული".


FACEBOOK კომენტარები