"დღეს, სვეტიცხოველთან საშინელ ფაქტს შევესწარი, ეხლაც ტანში მცრის რომ მახსენდება მისი "ვაიმე დედა" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?
მოაქალე, ანი ივანიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელესბ და წერს:
"დღეს, მცხეთაში საშინელ ფაქტს შევესწარი. მოხუცი ჩამოვარდა ამ გადმოსავარდნიდან, ამსიმაღლიდან, ქართველი.
ეხლაც ტანში მცრის რომ მახსენდება მისი "ვაიმე დედა".. გადარჩა სასწაულებრივად, თუმცა ამსიმაღლიდან გადმოვარდნის შემდეგ სრულიად შესაძლებელი იყო სავალალოდ დასრულებულიყო ეს ამბავი...ჰოდა რა იქნება ცოტა უსაფრთხოებაზეც ვიზრუნოთ და მოაჯირი გავაკეთოთ ქვეყნის ყველაზე ტურისტულ ადგილას, მცხეთაში, სვეტიცხოველთან? მილიონი ბავშვი და მოხუცი დადის და შეუმჩნეველი შეიძლება იყოს მათთვის," - წერს ივანიშვილი.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



