„ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის – რომელ ოჯახებს ამოიღებენ სოციალურად დაუცველთა ბაზიდან? ახალი წესი უკვე ძალაშია“ „ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის – რომელ ოჯახებს ამოიღებენ სოციალურად დაუცველთა ბაზიდან? ახალი წესი უკვე ძალაშია“ » დროული ინფორმაცია „ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის – რომელ ოჯახებს ამოიღებენ სოციალურად დაუცველთა ბაზიდან? ახალი წესი უკვე ძალაშია“

„ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის – რომელ ოჯახებს ამოიღებენ სოციალურად დაუცველთა ბაზიდან? ახალი წესი უკვე ძალაშია“

11-06-2026
1 920
Aa

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი, ერთ წევრზე გაანგარიშებით, 1250 ლარი ან მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

FACEBOOK კომენტარები