კონცერტის დროს რომ დავლიო, გამოსვლას ვეღარ გავაგრძელებ' - ვალერი მელაძე თურქეთის სასტუმროში 🎤 რა მოხდა? 😱" კონცერტის დროს რომ დავლიო, გამოსვლას ვეღარ გავაგრძელებ' - ვალერი მელაძე თურქეთის სასტუმროში 🎤 რა მოხდა? 😱" » დროული ინფორმაცია კონცერტის დროს რომ დავლიო, გამოსვლას ვეღარ გავაგრძელებ' - ვალერი მელაძე თურქეთის სასტუმროში 🎤 რა მოხდა? 😱"

კონცერტის დროს რომ დავლიო, გამოსვლას ვეღარ გავაგრძელებ' - ვალერი მელაძე თურქეთის სასტუმროში 🎤 რა მოხდა? 😱"

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
13-06-2026
131
Aa

ვა­ლე­რი მე­ლა­ძის კონ­ცერ­ტი თურ­ქე­თის ერთ-ერთ პრე­მი­უმ კლა­სის სას­ტუმ­რო­ში ხმა­უ­რი­ა­ნი ინ­ცი­დენ­ტის მი­ზე­ზი გახ­და. მომ­ღერ­ლის გა­მოს­ვლა VIP-ზო­ნა­ში მყო­ფი სტუმ­რე­ბის გამო თით­ქმის ჩა­ი­შა­ლა.

კარ­გად შე­ზარ­ხო­შე­ბულ­მა დამ­სვე­ნებ­ლებ­მა არ­ტისტს სიმ­ღე­რა რამ­დენ­ჯერ­მე შე­ა­წყვე­ტი­ნეს. ისი­ნი პირ­და­პირ დარ­ბა­ზი­დან ყვი­როდ­ნენ: ითხოვ­დნენ იუ­ბი­ლა­რე­ბის­თვის მი­სა­ლო­ცი სი­ტყვე­ბის თქმას, სხვა­დას­ხვა სიმ­ღე­რე­ბის შეკ­ვე­თას და და­ჟი­ნე­ბით ითხოვ­დნენ ერ­თობ­ლივ ფო­ტო­ებს. მე­ლა­ძე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, პა­უ­ზა აეღო, ფა­ნებ­თან სელ­ფი გა­და­ე­ღო და მიკრო­ფო­ნით ვი­ღაც „ალი­სა სერ­გე­ევ­ნას­თვის“ და­ბა­დე­ბის დღეც კი მი­ე­ლო­ცა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მომ­ღე­რალ­მა გან­მარ­ტა, რომ ერ­ჩია ჯერ კონ­ცერ­ტი და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა და მსმე­ნელს არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში შეხ­ვედ­რო­და. მე­ლა­ძეს სცე­ნა­ზე ასუ­ლი სტუმ­რე­ბი ალ­კოჰო­ლუ­რი სასმლის და­ლე­ვას აძა­ლებ­დნენ:


"კონ­ცერ­ტის დროს რომ დავ­ლიო, გა­მოს­ვლას ვე­ღარ გა­ვაგ­რძე­ლებ. თა­ნაც სა­ში­ნე­ლი, გა­უ­საძ­ლი­სი სი­ცხეა. შე­მო­თა­ვა­ზე­ბის­თვის კი მად­ლო­ბა,“ - თა­ვა­ზი­ა­ნად მო­ი­გე­რია მე­ლა­ძემ მსმე­ნე­ლი.

შემ­თხვე­ვა ბე­ლე­კის ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში მოხ­და. სხვა­თა შო­რის, მა­ყუ­რებ­ლებს შო­რის რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის სხვა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბიც შე­ამ­ჩნი­ეს, დარ­ბაზ­ში იყ­ვნენ მომ­ღე­რა­ლი პე­ლა­გეა შვილ­თან ერ­თად და მსა­ხი­ო­ბი იანა კოშ­კი­ნა, რო­მე­ლიც, სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გან­მარ­ტო­ე­ბით, წყნა­რად ის­ვე­ნებ­და.

ცნო­ბის­თვის, ეს სას­ტუმ­რო საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია და გათ­ვლი­ლია შეძ­ლე­ბულ სტუმ­რებ­ზე (აქ ორ­კა­ცი­ა­ნი სტან­დარ­ტუ­ლი ნო­მე­რი ერთი კვი­რით და­ახ­ლო­ე­ბით 3 ათა­სი დო­ლა­რი­დან იწყე­ბა და 8 ათას დო­ლა­რამ­დე აღ­წევს). წლის ბო­ლომ­დე აქ ვა­ლე­რი მე­ლა­ძის კი­დევ ხუთი და ლე­ო­ნიდ აგუ­ტი­ნის შვი­დი კონ­ცერ­ტია და­გეგ­მი­ლი.

ემიგ­რა­ცი­უ­ლი ტურ­ნე და პო­ლი­ტი­კუ­რი სკან­და­ლი

ვა­ლე­რი მე­ლა­ძეს რუ­სეთ­ში უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია აღარ უმ­ღე­რია. მან უარი თქვა კორ­პო­რა­ცი­ულ სა­ღა­მო­ებ­ზეც კი, სა­დაც ანო­ნი­მუ­რო­ბას ჰპირ­დე­ბოდ­ნენ. სა­მა­გი­ე­როდ, მისი უცხო­უ­რი სა­გას­ტრო­ლო გრა­ფი­კი 2027 წლის მა­ი­სამ­დე უკვე შევ­სე­ბუ­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რუ­სეთ­ში მომ­ღე­რა­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან მწვა­ვე კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში მოჰ­ყვა თა­ვი­სი ორაზ­რო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო. მისი კონ­ცერ­ტე­ბის მა­სობ­რი­ვი გა­უქ­მე­ბა რუ­სე­თის ქა­ლა­ქებ­ში ჯერ კი­დევ 2023 წლის მარ­ტი­დან და­ი­წყო. იმა­ვე წლის აპ­რილ­ში მოს­კო­ვის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ისიც კი შე­ა­მოწ­მა, აფი­ნან­სებ­და თუ არა მომ­ღე­რა­ლი უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბამ მისი ბრა­ლე­უ­ლო­ბა ვერ და­ად­გი­ნა.

FACEBOOK კომენტარები