„მეტირება იმდენად განვიცდი...“ - რა დაინახა პარაფსიქოლოგმა 13 ივნისის ტრაგედიის ადგილზე
13 ივნისის სტიქიიდან 11 წელი გავიდა. წყალდიდობას, რომელიც თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.
სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.
სტიქიის ადგილზე მისული პარაფსიქოლოგის, მაია ყუფარაძის თქმით, ტრაგედიის ადგილას მძიმე ენერგეტიკა იგრძნობა.
„თქვენ რომ არა მე საერთოდ არ მოვიდოდი ამ ადგილზე. ვარიდებ ამ ადგილს თავს. აქ ისეთი, პირდაპირ ვიტყვი, ტრაგიკულად დაღუპული სულები არიან, პარაფსიქოლოგები, ეზოთერიკოსები ვეძახით ამას დაუხსნელ სულებს.
აქ არის უმძიმესი, შავი აურა. ინფორმაცია ფაქტობრივად არაა წაშლილი, ამდენი წლები გავიდა...“ - ამბობს მაია ყუფარაძე.
ნახეთ, გადაცემა „ღამის პრაიმ თაიმის“ არქივიდან



