სარეკლამო სივრცე
თქვენი რეკლამის ადგილი
"ორივე დავშავდით, მეგობარს სამედიცინო დახმარება დასჭირდა... ყველაზე მძიმე ის არის, რომ ეს მოხდა ადგილზე, სადაც..." - რა მოხდა მესტიაში? "ორივე დავშავდით, მეგობარს სამედიცინო დახმარება დასჭირდა... ყველაზე მძიმე ის არის, რომ ეს მოხდა ადგილზე, სადაც..." - რა მოხდა მესტიაში? » დროული ინფორმაცია "ორივე დავშავდით, მეგობარს სამედიცინო დახმარება დასჭირდა... ყველაზე მძიმე ის არის, რომ ეს მოხდა ადგილზე, სადაც..." - რა მოხდა მესტიაში?

"ორივე დავშავდით, მეგობარს სამედიცინო დახმარება დასჭირდა... ყველაზე მძიმე ის არის, რომ ეს მოხდა ადგილზე, სადაც..." - რა მოხდა მესტიაში?

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი ...
29-06-2026
79
Aa

"დღეს, მესტიაში, სეტის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა მძიმე საინფორმაციო კონსტრუქცია, რომელიც პირდაპირ ჩემს შვილს ეცემოდა.

საბედნიეროდ, ადგილზე ვიყავით მე და ჩემი მეგობარი და მოვასწარით რეაგირება, თუმცა ამ დროს ორივე დავშავდით - მე მსუბუქად, ჩემს მეგობარს კი ფეხი დაუზიანდა და სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა

ყველაზე მძიმე ის არის, რომ ეს მოხდა ადგილზე, სადაც ყოველდღე ბავშვები თამაშობენ და ხალხი გადაადგილდება.

მესტიის მერიას მოვუწოდებთ, დროულად შეისწავლოს მომხდარი, ნახოს კამერების ჩანაწერები და მსგავსი საფრთხის შემცველი კონსტრუქციები სასწრაფოდ შეამოწმოს, სანამ უფრო მძიმე შედეგამდე მივალთ." - წერს მოქალაქე ნანიკო გრიგალაშვილი და კადრებს ავრცელებს.



FACEBOOK კომენტარები