ქართველი მომღერლის წერილი ილია თოფურიას - "ზუსტად იმას გეტყოდი, რაც შენ უკვე გითქვამს" ქართველი მომღერლის წერილი ილია თოფურიას - "ზუსტად იმას გეტყოდი, რაც შენ უკვე გითქვამს" » დროული ინფორმაცია ქართველი მომღერლის წერილი ილია თოფურიას - "ზუსტად იმას გეტყოდი, რაც შენ უკვე გითქვამს"

ქართველი მომღერლის წერილი ილია თოფურიას - "ზუსტად იმას გეტყოდი, რაც შენ უკვე გითქვამს"

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
30-06-2026
198
Aa

მომღერალი ნუცა თოფურია სოციალურ ქსელში შერეული საბრძოლო ხელოვნების ვარსკვლავს, ილია თოფურიას ემოციური და გულწრფელი წერილით მიმართავს. როგორც მომღერალი წერს, ილია მისთვის ღირსების, პრინციპულობის, შრომის, რწმენისა და ოჯახის სიყვარულის მაგალითია. ნუცა თოფურია საკუთარ პოსტში აღნიშნავს, რომ მომავალში შვილის ყოლის შემთხვევაში ისურვებდა, სწორედ ილია თოფურიას მსგავსი ღირებულებებით აღზრდილიყო.

"ილიას.

ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ მინდა ჩემი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო. ბევრს ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა მეთქვა ისეთი, რამე განსაკუთრებული. თუ ოდესმე ბიჭი შვილი მეყოლება, ვისურვებდი, რომ შენსავით ღირსეული, პრინციპული, ძლიერი, ოჯახზე

შეყვარებული და ზუსტად შენნაირი ღირებულებებით გაიზარდოს. როცა მილიონობით ადამიანს საკუთარი საქციელით მაგალითს აძლევ, შენი შრომა, რწმენა და თავმდაბლობა ჩემთვის ბევრად დიდია, ვიდრე ნებისმიერი ტიტული. ნამდვილი სიძლიერე მხოლოდ ფიზიკურ ძალაში არ

არის - ის ადამიანობაშია. და ბოლოს, ზუსტად იმას გეტყოდი, რაც შენ უკვე გითქვამს: „აზრი არ აქვს, რამდენად ძლიერად შეგიძლია დარტყმის მიყენება; მთავარი ისაა, დარტყმას როგორ იღებ.“ -წერს ნუცა თოფურია

FACEBOOK კომენტარები