"შოკში ვარ, ეს რა ჯოჯოხეთი იყო! იმ კაცმა სასიკვდილოდ გაგვიმეტა" - რას ამბობს კორპუსის მცხოვრები ვაზისუბანში, ერთ-ერთ ბინაში გაჩენილ ხანძარზე?
გუშინ, ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს შუახნის ქალი ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი მაშველებმა ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს იპოვეს. მანამდე მაშველებმა სამი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს.
როგორც გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრმა განაცხადა, ხანძარი სამზარეულოში გაჩნდა. მისივე თქმით, ქარის გამო, ფარდა მოხვდა გაზქურას და შემდეგ ცეცხლი ხის მაგიდას წაეკიდა.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



