მთავრობის ახალი განკარგულება, რომელიც დღეს გამოქვეყნდა - განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს მთავრობის ახალი განკარგულება, რომელიც დღეს გამოქვეყნდა - განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს » დროული ინფორმაცია მთავრობის ახალი განკარგულება, რომელიც დღეს გამოქვეყნდა - განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს

მთავრობის ახალი განკარგულება, რომელიც დღეს გამოქვეყნდა - განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი ...
07-07-2026
2 201
Aa

თბილისის შემოვლითი გზის ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთზე საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიწების გამოსყიდვის უფლება მიეცა. შესაბამის განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, უწყებას მიეცა უფლება, აღნიშნული ღონისძიებები აზიის განვითარების ბანკის (ADB) გარემოსდაცვითი და სოციალური ჩარჩო დოკუმენტის (ESF 2024) შესაბამისად წარმართოს.

„E-60 ავტომაგისტრალის ნატახტარი-რუსთავის მიმართულებით (თბილისის შემოსავლელი) საავტომობილო გზის ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის (ლოტი 1) სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები განახორციელოს აზიის განვითარების ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური ჩარჩო დოკუმენტის (ESF 2024) შესაბამისად“, - ნათქვამია დოკუმენტში.

სად გაივლის ნატახტარი-ჟინვალის ახალი გზა, რომლის მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვა იწყება

ცნობისთვის, პროექტის თანახმად ნატახტარი-ჟინვალის საავტომობილო გზის მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 27 კმ-ია. ახალი გზა 4-ზოლიანი იქნება. ადგილზე დაგეგმილია 5 კვანძისა და 16 ხიდის მშენებლობა. მათ შორის ყველაზე გრძელი 991 მეტრის ორი პარალელური ხიდი მდინარე არაგვზე გაივლის, ასევე მოეწყობა 415 მეტრის სიგრძის პანდუსი, ორი პარალელური 239-მეტრიანი ხიდი მდინარე თეზამზე, ორი პარალელური 271-მეტრიანი ხიდი მდინარე წირდალისხევზე, ორი პარალელური 139-მეტრიანი ხიდი მდინარე აბანოსხევზე, ასევე ორი პარალელური 106-მეტრიანი ხიდი მდინარე აბანოსხევზე. პროექტი ახალი გვირაბების მშენებლობას არ მოიცავს.

ამასთან, პროექტის მიხედვით, გზის აღნიშნული მონაკვეთი გაივლის სოფლებს: წიწამურს, საგურამოს, ჭოპორტს, წითელსოფელს, არაგვისპირს, ბულაჩაურს, ქუბრიანთკარსა და ჟინვალს.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე დასაშვები სიჩქარე 120 კმ/სთ იქნება, ამასთანავე, ზოგიერთ მონაკვეთზე დასაშვებ სიჩქარედ განისაზღვრება 100 კმ/სთ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ჯერ კიდევ 2016 წელს დააანონსა ნატახტრიდან ორი საავტომობილო პროექტის განხორციელების საკითხი. საუბარია, ნატახტარი-ჟინვალისა და ნატახტარი-რუსთავის (თბილისის ახალი შემოვლითი გზის) მშენებლობაზე. მშენებლობის მიზნებისთვის პროექტი ხუთ ლოტად დაიყო: ნატახტარი-ჟინვალი (ლოტი 1), ნატახტარი-რუსთავი (ლოტები 2-5).

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის შემოვლითი გზის (ნატახტარი-რუსთავის გზის) პროექტს, სიგრძე დაახლოებით 51 კილომეტრია. პროექტი სულ 4 ლოტად არის დაყოფილი და სხვადასხვა ტერიტორიებს მოიცავს.

FACEBOOK კომენტარები