ცნობილია ქალის ვინაობა, რომელიც ცოფით გარდაიცვალა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩორჯოში, ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა.
ცოფის შედეგად 45 წლის სოფო ალავიძე გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5 წლის ქალი, ცოფით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვალში, მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა. ამავე თვეში ლეკვი მოკვდა. ქალს ანტირაბიული დახმარებისთვის არ მიუმართავს. ცოფის კლინიკური სურათის განვითარება დაიწყო 6 ივლისს, ამ დაავადებისთვის ტიპური კლინიკური ნიშნებით. შემთხვევა კი 2024 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა, რომელიც იმავე დღეს ლეტალური გამოსავლით დასრულდა.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული