სარეკლამო სივრცე
თქვენი რეკლამის ადგილი
„აგვისტოში ტემპერატურა +40, +42 გრადუსი დაფიქსირდება” - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი „აგვისტოში ტემპერატურა +40, +42 გრადუსი დაფიქსირდება” - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი » დროული ინფორმაცია „აგვისტოში ტემპერატურა +40, +42 გრადუსი დაფიქსირდება” - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

„აგვისტოში ტემპერატურა +40, +42 გრადუსი დაფიქსირდება” - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი ...
13-07-2026
252
Aa

საქართველოში ზაფხულის მეორე ნახევარი, მზიანი და ცხელი იქნება. ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე აცხადებს.

მისი პროგნოზით, 20 ივლისიდან ქვეყნის უმეტეს ნაწილში ამინდი დასტაბილურდება, მოიმატებს მზიანი დღეების რაოდენობა, ხოლო აგვისტოში ტემპერატურა სეზონის პიკს მიაღწევს.

„20 ივლისიდან ქვეყანა შუქითა და სითბოთი აივსება – დღეები გახდება ძირითადად მზიანი, ხოლო აგვისტოში ტემპერატურა მიაღწევს თავის პიკს. ცალკეულ რეგიონებში +40 გრადუსიც დაფიქსირდება, მაღალი სიმშრალის ფონზე“, – წერს მეტეოროლოგი.

მისივე განმარტებით, +40, +42 გრადუსი საქართველოსთვის უჩვეულო მოვლენა არ არის და მსგავსი ტემპერატურა ქვეყნის ზაფხულისთვის არაერთხელ დაფიქსირებულა.

 „იყავით მშვიდად, დატკბით ზაფხულის მშვენიერებით – ეს არის დრო, როცა ბუნება თავისი ძალითა და სითბოთი გვავსებს და ყოველი მზიანი დღე გვახსენებს, რომ ზაფხული ყოველთვის განსაკუთრებული დღესასწაულია“, – წერს კობა ფარტენაძე.

FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული