სარეკლამო სივრცე
თქვენი რეკლამის ადგილი
შავი ზღვის წყლის ხარისხის კვლევის შედეგები ცნობილია შავი ზღვის წყლის ხარისხის კვლევის შედეგები ცნობილია » დროული ინფორმაცია შავი ზღვის წყლის ხარისხის კვლევის შედეგები ცნობილია

შავი ზღვის წყლის ხარისხის კვლევის შედეგები ცნობილია

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი ...
13-07-2026
56
Aa

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს, უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად, 12 წერტილში ახორციელებს.

„შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

კვლევები განსაზღვრავს ჰიდრო ბიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს, მათ შორის 13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადს, ასევე, სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციას.

სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.



FACEBOOK კომენტარები