თამო ვაშალომიძე მიმართვას ავრცელებს
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა.
„მომხმარებლის განცხადების საფუძველზე ჩატარებული შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მოვაჭრემ პროდუქცია მომხმარებელს შეთანხმებულ ვადაში არ მიაწოდა, ხოლო შეკვეთის გაუქმების შემდეგ თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა“, - აცხადებენ სააგენტოში.
აღნიშნულ ფაქტს „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე ეხმაურება და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
„გვსურს გამოვეხმაუროთ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მიკერძოებული, სუბიექტური და უსაფუძვლო, ვინაიდან სააგენტომ სრულყოფილად არ შეისწავლა კომპანია „თამოსკინის“ მიერ სააგენტოში წარდგენილი წერილობითი პოზიცია, კონკრეტული მომხმარებლის მიერ შეტანილ საჩივარზე. ასევე სააგენტომ არ მოახდინა კომპანიის მიერ მიწოდებული მტკიცებულებების გამოკვლევა და ისე მიიღო გადაწყვეტილება. კომპანია „თამოსკინი“ აპირებს მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო წესით გასაჩივრებას, ვინაიდან ადგილი აქვს კომპანიის იმიჯის შელახვის მცდელობას“, - ნათქვამია „თამოსკინის“ განცხადებაში.
ნახეთ, ვიდეო:



