სარეკლამო სივრცე
თქვენი რეკლამის ადგილი
"დადიან გიჟები და ქუჩაში სიცილის გულისთვის ხოცავენ ბავშვებს... ჯერ სად ვართ" - ნატალია ქუთათელაძე "დადიან გიჟები და ქუჩაში სიცილის გულისთვის ხოცავენ ბავშვებს... ჯერ სად ვართ" - ნატალია ქუთათელაძე » დროული ინფორმაცია "დადიან გიჟები და ქუჩაში სიცილის გულისთვის ხოცავენ ბავშვებს... ჯერ სად ვართ" - ნატალია ქუთათელაძე

"დადიან გიჟები და ქუჩაში სიცილის გულისთვის ხოცავენ ბავშვებს... ჯერ სად ვართ" - ნატალია ქუთათელაძე

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი ...
24-07-2026
840
Aa

"ნანის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით დიდი სიყვარული მივიღეთ, თუმცა მერიდება ჩვენი ვიდეოები თუ მხვდება, იმდენად დიდი ტრაგედია ტრიალებს ჩვენს თავს" - ამის შესახებ ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი, ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში წერს.

ნატალია ქუთათელაძე ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

"ნანის 90 წლის იუბელესთან დაკავშირებით, იმხელა ყურადღება, სითბო და სიყვარული მივიღეთ ჩვენმა ოჯახმა, რომ თავს ვალდებულად ვთვლი საჯარო მადლობა გადაგიხადოთ პირადად ნანის სახელით. ყველაზე დიდი მიღწევაა ცხოვრებაში, დაიმსახურო ამდენი ადამიანის გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა.

უზარმაზარი მადლობა ასევე იმ ადამიანებს, ვინც მის გვერდით იყვნენ სცენაზე თუ სცენის მიღმა, ძალიან დიდი საჩუქარი გაუკეთეს და დამერწმუნეთ, ნანის ცხოვრება კიდევ უფრო გახანგრძლივდა ასეთი დადებითი ემოიციების მიღების შემდეგ და ეს,თქვენი ყველასი დამსახურებაა.

თუმცა მიუხედავად იმ უსაზღვრო სიხარულის, მხიარულების და ბედნიერების რაც წინა დღეებში სუფევდა,დღეს მერიდება კიდეც სადმე ჩვენი ვიდეოები თუ მხვდება, იმდენად დიდი ტრაგედია ტრიალებს ჩვენს თავს.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის ოჯახს.

ვუსამძიმრებ საკუთარ თავებს, რომ ცენზურის ეპოქაში გავიღვიძეთ, სადაც ფბ სტატუსებისთვის სცალიათ და დრო იხარჯება იმაში, რომ არკვიონ ვინ უფრო ქოცია და ვინ ნაკლებად. იმის მაგივრად, სრულიად კოშმარულ ნარკოპოლიტიკაზე იფიქრონ. სისტემა მორღვეული და გაუკუღმართებულია.

ანფეტამინისგან ფსიქიურად შეშლილი ხალხი დადის ქუჩაში. სარეაბილიტაციო ცენტრები არ იღებენ თუ სუფთები არ არიან, ფსიქიატრიული დაწესებულება ნარკოდამოკიდებულს არ იღებს, ხოლო ნარკოლოგიური კლინიკა ფსიქიატრიულ პაციენტს, ხოდა დადიან გიჟები და ქუჩაში სიცილის გულისთვის ხოცავენ ბავშვებს...ჯერ სად ვართ..." - წერს ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძე.

ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, გვიან ღამით, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ოთხი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რა, მათ შო­რის ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი. სრო­ლის დროს დაჭ­რი­ლი ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი - ნიკოლოზ ღუნაშვილი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.



FACEBOOK კომენტარები