სარეკლამო სივრცე
თქვენი რეკლამის ადგილი
გიორგი კეპულაძე საზოგადოებას აფრთხილებს - "მსხვერპლი რომ დაერწმუნებინათ, ყოველდღიურად დაბანდებულ თანხაზე ურიცხავდნენ სარგებელს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი უკვალოდ გაქრნენ" გიორგი კეპულაძე საზოგადოებას აფრთხილებს - "მსხვერპლი რომ დაერწმუნებინათ, ყოველდღიურად დაბანდებულ თანხაზე ურიცხავდნენ სარგებელს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი უკვალოდ გაქრნენ" » დროული ინფორმაცია გიორგი კეპულაძე საზოგადოებას აფრთხილებს - "მსხვერპლი რომ დაერწმუნებინათ, ყოველდღიურად დაბანდებულ თანხაზე ურიცხავდნენ სარგებელს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი უკვალოდ გაქრნენ"

გიორგი კეპულაძე საზოგადოებას აფრთხილებს - "მსხვერპლი რომ დაერწმუნებინათ, ყოველდღიურად დაბანდებულ თანხაზე ურიცხავდნენ სარგებელს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი უკვალოდ გაქრნენ"

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი ...
25-07-2026
459
Aa

კომპანია PCDAI სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებს სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ყალბ შეთავაზებებს. იმისთვის რომ მსხვერპლი დაერწმუნებინათ, რომ მათი ინვესტიცია მუშაობს, ყოველდღიურად დაბანდებულ თანხაზე ურიცხავდნენ სარგებელს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი უკვალოდ გაქრნენ, - ამის შესახებ "სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძე და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"კიდევ ერთი პირამიდული სქემა გამოვლინდა. კომპანია PCDAI სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებს სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ყალბ შეთავაზებებს. თაღლითები მოქალაქეებს დასაქმებას და შემოსავლის მიღებას გარკვეული თანხის დაბანდების შემდეგ პირდებიან. ამისათვის კი მომხმარებლებს სთავაზობენ ე.წ.

“პლატფორმაზე” რეგისტრაციას, სადაც მათ უკეთებენ პირად კაბინეტებს და ამის შემდეგ აბანდებინებენ თანხას. ამ ეტაპზე იკვეთება ოპერაციები შემდეგ თანხებზე: 180, 875, 2 000 და 3000 ლარი. იმისთვის რომ მსხვერპლი დაერწმუნებინათ, რომ მათი ინვესტიცია მუშაობს, ყოველდღიურად დაბანდებულ თანხაზე ურიცხავდნენ

სარგებელს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი უკვალოდ გაქრნენ. თაღლითური სქემის მსხვერპლი მომხმარებლები ებმებიან მახეში, თუმცა ეს სქემა ამით არ სრულდება. გაქრობის შემდეგ უკვე მოტყუებულ მომხმარებლებს კვლავ უკავშირდებიან და არწმუნებენ, რომ ე.წ. „პლატფორმას“ მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი შეექმნა

და იმისთვის რომ მათ შეძლონ თანხის უკან დაბრუნება, კვლავ უნდა განაგრძონ ინვესტიცია. მომხმარებლები, უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად ნებისმიერი ასეთი შინაარსის დასაქმების თუ სხვა გრანდიოზული სარგებლის შეთავაზების მიმართ, რათა არ გაებან თაღლითების მახეში. კომენტარებში ჩავაგდებ რამდენიმე ვიდეოს, სადაც თაღლითები ტიკტოკზე ეძებენ ახალ მომხმარებლებს", - წერს კეპულაძე.

FACEBOOK კომენტარები