სარეკლამო სივრცე
თქვენი რეკლამის ადგილი
გთხოვ, ყველას გადაეცი - რა უთხრა სამძიმარზე მისულ ნანუკა ჟორჟოლიანს გარდაცვლილი ლანა ლატარიას დედამ გთხოვ, ყველას გადაეცი - რა უთხრა სამძიმარზე მისულ ნანუკა ჟორჟოლიანს გარდაცვლილი ლანა ლატარიას დედამ » დროული ინფორმაცია გთხოვ, ყველას გადაეცი - რა უთხრა სამძიმარზე მისულ ნანუკა ჟორჟოლიანს გარდაცვლილი ლანა ლატარიას დედამ

გთხოვ, ყველას გადაეცი - რა უთხრა სამძიმარზე მისულ ნანუკა ჟორჟოლიანს გარდაცვლილი ლანა ლატარიას დედამ

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი ...
04-08-2026
4 070
Aa

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, ქართველი მებრძოლის, ზაალ ლატარიას ქალიშვილის სამძიმარზე იმყოფებოდა.

ჟურნალისტი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ლანა ლატარიას დედის დანაბარებს ავრცელებს:

“მე არ ვიცი ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის. რა კარგია რომ მოხვედი ნანუკა, მინდა ყველას გადასცე ჩემი თხოვნა” - მომატირა პანაშვიდზე მისულს, ქართველი მეომრის, ზაალ ლატარიას მეუღლემ, რომელიც ემიგრაციიდან ჩამოვიდა შვილის დასატირებლად.

“ჩემი შვილი მონათლული იყო. ზუგდიდის დადიანების ეკლესიაში ჰყავდა მამაო, იქ მსახურობს დედაჩემიც. ორი შვილი ჰყავდა. ორივე მონათლული. ჯვარი დაწერილი ჰქონდა. იმ მამაომ აუგო წესი, რომელმაც ჯვარი დაწერა. კიდევ ორმა მამაომ აუგო წესი. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ ყოფილა. გინეკოლოგთან ბოლოს 3 თვის წინ იყო. გთხოვ, ყველას გადაეცი, სანამ დასკვნა არ იქნება ჩემი შვილის გარდაცვალების ვერსიებს ნუ წერენ. მატირონ შვილი. მამამის ატირონ შვილი.”

მთხოვა ყველასთვის მადლობა გადმომეცა, ვინც იზიარებთ მათ მწუხარებას.ძალიან მძიმე სანახავია, მებრძოლი, გაუტეხელი კაცის ცრემლები," - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

FACEBOOK კომენტარები