სარეკლამო სივრცე
თქვენი რეკლამის ადგილი
მოგიყვებით სიმართლეს.... - ტარიელ კაკაბაძე დუმილს არღევს მოგიყვებით სიმართლეს.... - ტარიელ კაკაბაძე დუმილს არღევს » დროული ინფორმაცია მოგიყვებით სიმართლეს.... - ტარიელ კაკაბაძე დუმილს არღევს

მოგიყვებით სიმართლეს.... - ტარიელ კაკაბაძე დუმილს არღევს

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი ...
20-08-2026
19 159
Aa

მოგიყვებით სიმართლეს: 2026 წლის 16 აგვისტოს, ჩემს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე- ტარიელ კაკაბაძე/ Tariel Kakabadze - მომწერა ადამიანმა ფეისბუქ პროფილით "ნასვამი ჩოჩორი". მითხრა, რომ ჩართულია გურამ დადიანიძის საქმის პროცესში და სურდა დახმარების გაწევა. მე სერიოზულად არ აღვიქვი მისი ნათქვამი, მაგრამ ვუთხარი რომ თუ რამე ინფორმაციას მიიღებდა, მოეწოდებინა ჩემთვის და მოეწერა პროფილზე: Tariel Kakabadze. აღნიშნული პროფილის პოვნა გაუჭირდა და თავად ვიპოვე ის.

ამის შემდეგ მომაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კახა გელაშვილის სახელით შექმნილ ფეიკ გვერდიდან თავად კახა გელაშვილი იყო შესული და ასევე შესული იყო სხვა პიროვნებაც ვლადიკავკაზიდან. მისი თქმით, პოსტი "დედა ცოცხალი ვარ" დადებულია კახა გელაშვილის მიერ.

ჩემმა თანამშრომელმა აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვლებლივ მიაწოდა გამომძიებელსა და პროკურორს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვფრინდი, 10 საათიანი ფრენის შემდეგ. ინტერნეტთან წვდომა არ მქონდა 10 საათის განმავლობაში. ჩამოფრენიდან რამდენიმე საათში მესენჯერში ვკითხულობ ამ ე.წ. ფეიკიდან შემოსულ მესიჯს სადაც მატყობინებს, რომ მისი დაწერილია ოსურ ენაზე პოსტი: "დადგა ჟამი".

როგორც ჩანს, ვიღაცამ გამოიყენა ეს ადამიანი ჩემს გასაშავებლად, მაგრამ მე ყველა ჩვენი კომუნიკაცია შენახული მაქვს. 🙂
ჩემს პოსტს დავურთავ აღნიშნული ანგარიშიდან შემოსული მესიჯის სქრინს და ასევე ჩემი პასუხის სქრინს, სადაც ვსაყვედურობ მას, რომ მსგავსი ქმედება დაუშვებელია! სასწრაფოდ დადგინდეს ვინ იმალება "ნასვამი ჩოჩორი"-ს უკან!!!

[...]

სქრინი რომელიც აჩვენებს, რომ აღნიშნულ პირს "ნასვამი ჩოჩორი" ვუსაყვედურე, რომ მსგავსი პოსტი არ უნდა დადებულიყო!
აქ ნათლად ჩანს, რომ ამ პოსტის დადება შეთანხმებული არ იყო ჩემთან!
ვიწინასწარმეტყველე, რომ სოფო ბიბილაშვილის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენებდნენ ამ ყველაფერს!
გული მიგრძნობდა, რომ ასე მოხდებოდა და ასეც მოხდა!
ძალიან სწორად მივდივართ და ეს აწუხებთ. არ სურთ ამ საქმის გამოძიება!" | წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში და მიმოწერების ამსახველ ე.წ. სქრინებს აქვეყნებს

🔻 18 აგვისტოს 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა, სადაც ეწერა: "მოვიდა დრო". ცოტა ხნის წინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია და დაწერა: "დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ როგორც გურამ დადიანიძის დედა, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე... პოსტის სოც.ქსელში განთავსება „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში დაიგეგმა

FACEBOOK კომენტარები