ერთადერთი სურვილი მქონდა, გამეგო... გურამ დადიანიძის დედა საზოგადოებას მიმართავს
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ძალიან დიდი მადლობა, მე არ ვიცი თუ ოდესმე გადავიხდი თქვენს გვერდში დგომას“, – ამის შესახებ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ განაცხადა.
დედა, რომელიც 12 წელია შვილს ეძებს ამბობს, რომ მისი ერთადერთი სურვილია გაიგოს რა მოუვიდა მის შვილს.
სოფო ბიბილაშვილი საზოგადოების იმ ნაწილზეც საუბრობს, ვინც მას სოციალურ ქსელში აკრიტიკებს:
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ძალიან დიდი მადლობა, მე არ ვიცი თუ ოდესმე გადავიხდი თქვენს გვერდში დგომას. ერთადერთი სურვილი მქონდა გამეგო, რა მოუვიდა ჩემს შვილს, რომელიც ნამდვილად ტანჯვა-წამებით გავზარდე. ჩემი ცხოვრება ნამდვილად არავინ არ იცის, მაგრამ ახლა, როდესაც გვერდში დამიდექით, ხალხიც გვერდში დამიდგა, ძალიან ცუდ კომენტარებს მიწერენ. თუ ვინმეს რამის თქმა უნდოდა 12 წლის მანძილზე, მე ტელევიზიით გამოვდიოდი და არასოდეს არავის ვადანაშაულებდი, არასოდეს ვიძახდი ტყუილს, არასოდეს ვაბრალებდი, რომ ჩემი შვილი ვინმემ მომიკლა. რაც გავიგე იქ მისულმა, რაც შემდეგ მოხდა იმას ვყვებოდი. არასოდეს არავის დაუწერია ჩემთვის ცუდი კომენტარი. ახლა როდესაც ბატონი ტარიელი (ტარიელ კაკაბაძე, ადვოკატი) გვერდში დამიდგა, თქვენ (გადაცემის წამყვანს) და ხალხიც გვერდში დამიდგა, ახლა 12 წლის მერე, თურმე ათას რამეს მიწერენ – არაფერი არ მაინტერესებს, რაც უნდათ ის დამიწერონ, ყველა კითხვას პასუხს გავცემ თუკი ვინმეს აინტერესებს, ოღონდ ჩემი შვილის კვალი გავიგო სად არის და რა მოუვიდა…“ – ამბობს სოფო ბიბილაშვილი



