სარეკლამო სივრცე
თქვენი რეკლამის ადგილი
გარემოს ეროვნული სააგენტო ხვალ, მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, საზოგადოებას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო ხვალ, მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, საზოგადოებას აფრთხილებს » დროული ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტო ხვალ, მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, საზოგადოებას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ხვალ, მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, საზოგადოებას აფრთხილებს

06-09-2026
419
Aa

7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში - შიდა ქართლში, ასევე, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამავე ცნობით, ასევე, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

FACEBOOK კომენტარები