რეკლამა
ზოდიაქოს 3 ნიშანს ოქტომბერში დიდი იღბალი და წარმატება ელოდება ზოდიაქოს 3 ნიშანს ოქტომბერში დიდი იღბალი და წარმატება ელოდება » დროული ინფორმაცია ზოდიაქოს 3 ნიშანს ოქტომბერში დიდი იღბალი და წარმატება ელოდება

ზოდიაქოს 3 ნიშანს ოქტომბერში დიდი იღბალი და წარმატება ელოდება

24-09-2026
498
Aa

ოქტომბერი საკმაოდ კონტრასტული თვე იქნება. ამაში მეტწილად რეტროგრადულ მერკურს მიუძღვის ბრალი, რომელიც შემოდგომის მეორე თვის მიწურულს ჩვენს ყოველდღიურობაზე კვლავ მოახდენს გავლენას. მიუხედავად ამისა, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი მანამდე სარგებლის მიღებას, მოსალოდნელი ცვლილებებისთვის მომზადებასა და პოზიციების შენარჩუნებას მოასწრებს.

მეტიც, ზოგს ცხოვრების გარკვეულ სფეროებში, ზოგს კი - აბსოლუტურად ყველაფერში, საოცრად გაუმართლებს:

ქალწული
ქალწულებს ყველაფერში სტრუქტურა და სიცხადე უყვართ. ისინი საუზმის დროსაც კი კოვზს ჭიქის გვერდით ისე იდეალურად დებენ, რომ ეს სხვებს ზოგჯერ აღიზიანებთ კიდეც. 2026 წლის ოქტომბერში დაგეგმვისადმი ეს მიდრეკილება მათ არაერთ დადებით შედეგს მოუტანს. 

ეს პერიოდი იდეალური იქნება გეგმების დასასახავად და მათი განხორციელების დასაწყებად. იღბლის უდიდესი ნაწილი პროფესიულ სფეროს შეეხება. სამსახურში პერსპექტიულ დაწინაურებას შემოგთავაზებენ ან ვინმე იმ კომპანიაში გადაყვანას გადაწყვეტს, რომელშიც მოხვედრაზე დიდი ხანია ოცნებობთ. ღირს თუ არა დათანხმება? ცალსახად - დიახ, თუმცა ამის გაკეთებას 24 ოქტომბრამდე მოგიწევთ.

ურთიერთობებში სიმშვიდე დაისადგურებს. ეს სიმშვიდე უარყოფითი კი არა, პირიქით, პოზიტიური ხასიათის იქნება. მას განსაკუთრებით ის ქალწულები დააფასებენ, რომლებიც გაუგებრობების გამო, მეორე ნახევართან მუდმივი კამათით დაიღალნენ.

თხის რქა
2026 წლის ოქტომბრის კიდევ ერთი იღბლიანი ნიშანი თხის რქაა. მათ წინაშე ვარსკვლავები სანუკვარ კარს ოდნავ კი არ შეაღებენ, არამედ ფართოდ გააღებენ და ნამდვილ „შესაძლებლობების დერეფანს“ შესთავაზებენ. მათ სასარგებლოდ კიდევ ერთხელ სატურნი იმუშავებს, რომელიც ყველა წამოწყებას მხარს დაუჭერს.

თვის მთავარი თემა ფინანსური სტაბილურობის მოპოვება იქნება. დიახ, ფულის ნაკადი, რომელიც აქამდე გვერდს გივლიდათ, მიმართულებას საბოლოოდ შეიცვლის და პირდაპირ თქვენს ჯიბეში წამოვა. მასთან ერთად საკუთარი სურვილების რეალიზების შესაძლებლობაც გაჩნდება.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ოქტომბერში ფორტუნის იმედი ყველა თხის რქას ვერ ექნება. ბედი მხოლოდ მათ გაუღიმებს, ვინც დიდხანს და დაუღალავად შრომობდა იმ მომენტებშიც კი, როდესაც სარგებელი მინიმალური იყო. სწორედ მათ დაჯილდოებას გადაწყვეტს სამყარო დამსახურებული ძალისხმევისთვის.

მერწყული
2024 წლიდან პლუტონი მერწყულის ნიშანში იმყოფება, რასაც ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან მძაფრად იგრძნობენ. მართალია, ამას ყოველთვის ვერ ვუწოდებთ პოზიტიურს, თუმცა 2026 წლის ოქტომბერი ამ მკაცრი რეალობის ოდნავ შემსუბუქებას მაინც გპირდებათ.

ყველა იდეა, გეგმა და ახალი ნაცნობობა „მწვანე შუქს“ მიიღებს, თუ რისკზე წასასვლელად მზად იქნებით. აღსანიშნავია, რომ ქალწულებისა და თხის რქების მსგავსად, იღბალი მერწყულებსაც დიდწილად კარიერის სფეროში გაუღიმებთ. მორიელში მყოფი რეტროგრადული ვენერა და მერკური კურსის კორექტირებასა და რეალური სურვილების აღმოჩენაში დაგეხმარებიან. თუმცა, ყველაზე სასიამოვნო ცვლილება ემოციური მდგომარეობის დასტაბილურება იქნება.

2026 წლის ოქტომბერი ის თვე გახდება, როდესაც ცხოვრების ყველა სფეროში „რევიზიის“ ჩატარება მაქსიმალურად სწრაფად და შედარებით უმტკივნეულოდ იქნება შესაძლებელი. თუ დიდი ხანია, რაიმეს შეცვლა გინდოდათ, მაგრამ ნაბიჯს ვერ დგამდით, ახლა ამისთვის შესანიშნავი დროა.

FACEBOOK კომენტარები