პატარა ევას რეაქცია, როცა გაიგო, რომ მისი ვიდეო თურქმა მსახიობმა გააზიარა - "ვაიმე, თურქეთში არ წამიყვანონ, ანამარ"
„თურქეთში არ წამიყვანონ?“ — ეს პატარა ევა ბუთიაშვილის პირველი რეაქცია იყო, როცა გაიგო, რომ მისი ვიდეო ცნობილი თურქი მსახიობის, დემეთ ოზდემირის ყურადღების ცენტრში მოექცა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზიდან პატარა გოგონას ვიდეო ახლა უკვე უცხოელ მაყურებლამდეც მივიდა.
დემეთ ოზდემირმა ევას ვიდეო Instagram Story-ში გააზიარა და დაწერა: „ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ“. მსახიობის გამოხმაურებას თურქი ინტერნეტმომხმარებლების ინტერესიც მოჰყვა.
ამბავი ევასაც გაუგია. პატარა გოგონასთვის კი ეს ახალი ამბავი საკმაოდ სასიამოვნო აღმოჩნდა .
ევა და მისი უფროსი და, ანამარია, სოციალურ ქსელებში დედის მიერ გადაღებული ოჯახური ვიდეოებით გახდნენ ცნობილი.
თავდაპირველად ფიქრია ვიდეოებს უფროსი ქალიშვილის, ანამარიას მუსიკალური გაკვეთილებიდან აქვეყნებდა. მოგვიანებით კი კადრებში პატარა ევაც გამოჩნდა — გოგონა, რომლის ბუნებრივმა ქცევამ და განსაკუთრებულმა მანერამ მაყურებლის ყურადღება მიიპყრო.
ევა კამერის წინ არ თამაშობს. დედის თქმით, მისი განსაკუთრებული ხასიათი ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჩანდა, თუმცა კამერაში მისი ბუნებრიობის სრულად გადმოცემა რთულია.
ევას ისტორია ჯერ კიდევ გრძელდება, ამჯერად უკვე უცხოელი გულშემატკივრების ყურადღების ფონზე



