რეკლამა
წვიმა, ელჭექი და ნალექი - ამინდი მკვეთრად იცვლება წვიმა, ელჭექი და ნალექი - ამინდი მკვეთრად იცვლება » დროული ინფორმაცია წვიმა, ელჭექი და ნალექი - ამინდი მკვეთრად იცვლება

წვიმა, ელჭექი და ნალექი - ამინდი მკვეთრად იცვლება

30-09-2026
520
Aa

საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 1 ოქტომბერს წვიმიანი ამინდი კვლავ მოსალოდნელია ქვეყნის ცალკეულ რაიონებში. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით დაახლოებით +19-დან +24 გრადუსამდე იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა დაახლოებით +18-დან +23 გრადუსამდე დაფიქსირდება.

პროგნოზის მიხედვით, უახლოეს დღეებში ტემპერატურის კლება უფრო მეტად შესამჩნევი იქნება.

თბილისში 2 ოქტომბერს დღისით დაახლოებით +16 გრადუსია მოსალოდნელი, 3-4 ოქტომბერს კი შესაძლოა შედარებით გამოიდაროს, თუმცა ტემპერატურა კვლავ დაბალი იქნება.

FACEBOOK კომენტარები