ბათუმში, 6 იანვარს გაუჩინარებული ბიჭის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი მიმართვას ავრცელებს
ბათუმში გაუჩინარებულ მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს დედა მიმართავს:
„გული… სული… სუნთქვა… მონატრება… მოლოდინი… სიამაყე… ღვთის საჩუქარი… ყველა+ფერიიი… ასე გულიანად და ნამდვილად, როდის უნდა ვიცინოთ კიდევ, დეე…? მჭირდები, დეე…“, – წერს ნათია დიაკვნიშვილი.
ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 6 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა.
არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს

FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



