რეკლამა
აღარ ვა­პი­რებ დუ­მილს - რას წერს დავით ოქიტაშვილი აღარ ვა­პი­რებ დუ­მილს - რას წერს დავით ოქიტაშვილი » დროული ინფორმაცია აღარ ვა­პი­რებ დუ­მილს - რას წერს დავით ოქიტაშვილი

აღარ ვა­პი­რებ დუ­მილს - რას წერს დავით ოქიტაშვილი

14-10-2026
4 824
Aa

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე, და­ვით ოქი­ტაშ­ვი­ლი კულ­ტუ­რის ყო­ფილ მი­ნისტრს თინა რუ­ხა­ძეს მი­მარ­თავს და ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ. ოქი­ტაშ­ვი­ლი რუ­ხა­ძეს ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელს, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს უპი­რის­პირ­დე­ბა.

ის ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:"დიდ­ხანს ვი­კა­ვებ­დი თავს, მაგ­რამ ახლა დად­გა დრო, სა­ჯა­როდ ვთქვა ის, რა­ზეც ბოლო დროს დუ­მილს ვამ­ჯო­ბი­ნებ­დი.

ქალ­ბა­ტო­ნო თიკა რუ­ხა­ძე, დღეს მინ­და პირ­და­პირ და სა­ჯა­როდ მოგ­მარ­თოთ თქვე­ნი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტა და პი­რა­დად მე, რო­გორც მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი, არა­ერ­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით. მი­მაჩ­ნია, რომ ეს იყო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ზღუდ­ვა­სა და ჩემი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

დღეს კი მინ­და რამ­დე­ნი­მე კი­თხვა­ზე სა­ჯა­როდ მი­პა­სუ­ხოთ.

ვისი და­ვა­ლე­ბით მოქ­მე­დებ­დით ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ვინ და­გა­ვა­ლათ, რომ კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­გე­ზღუ­დათ

ვინ და­გა­ვა­ლათ, რომ შე­გე­ჩე­რე­ბი­ნათ ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ექ­ტი, ვარ­სკვლა­ვე­ბის გახ­სნა წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ღვაწლ­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის რა­ტომ ცდი­ლობ­დით სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ოფი­სი­დან გა­მო­სახ­ლე­ბას და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ქუ­ჩა­ში და­ტო­ვე­ბას იმ სივ­რცი­დან, რო­მე­ლიც ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გად­მოგ­ვცა და ად­გი­ლი, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, მსჯე­ლობ­დნენ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მო­მა­ვალ­ზე, პრობ­ლე­მებ­სა და მათი გა­დაჭ­რის გზებ­ზე.

ცნო­ბის­თვის ამ ოფის­ში სა­უ­ბა­რი მუდ­მი­ვად კულ­ტუ­რა­ზე, ხე­ლოვ­ნე­ბა­სა და ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და არა ათი­ა­თას­დო­ლა­რი­ან ჩან­თებ­ზე და ძვი­რა­დღი­რე­ბულ სა­მო­სებ­ზე."ოქი­ტაშ­ვი­ლი ბი­ძი­ნას აგენ­ტი და წუ­ლუ­კი­ა­ნის კუ­დია “ - ქალ­ბა­ტო­ნო თიკა, ეს ხომ თქვე­ნი სი­ტყვე­ბია? ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ფრა­ზას სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნებ­თან სა­უბ­რი­სას თქვენ ხში­რად იმე­ო­რებ­დით.დიახ, იგი­ვეს იძახ­და თქვე­ნი მფარ­ვე­ლი - "მა­მუც" (მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე) რო­გორც თქვენ მას მო­ფე­რე­ბით ეძახ­დით.

"მა­მუს სძულს ოქი­ტაშ­ვი­ლი და არ გა­ე­კა­როთ “ - ესეც ხომ თქვე­ნი სი­ტყვე­ბია. მერ­წმუ­ნეთ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სი­ტყვე­ბის უშუ­ა­ლო მოწ­მე­ე­ბი არი­ან.ქალ­ბა­ტო­ნო თიკა, კი ახლა მი­ნის­ტრი აღარ ხარ, მაგ­რამ მი­პა­სუ­ხე, რა­ტომ ცდი­ლობ­დით ჩემს იზო­ლა­ცი­ას კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან რა­ტომ გა­ღი­ზი­ა­ნებ­დათ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რა­ტომ ვი­ყა­ვი ყვე­ლა კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში და შეკ­რე­ბებ­ზე სი­ი­დან ამო­ღე­ბუ­ლი და დაბ­ლო­კი­ლი სწო­რი ნაქთ­ვა­მია "ღორს მარ­გა­ლი­ტე­ბი არ უნდა და­უ­ყა­რო" დღეს კი­დევ უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად ვუ­ყუ­რებ იმ კრი­ტი­კას, რო­მე­ლიც თქვე­ნი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში ოპო­ზი­ცი­ის გარ­კვე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან ის­მო­და.და ახლა კი­დევ ერთი, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი სა­ჯა­როდ მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურს, შე­ის­წავ­ლონ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­დონ პატ­რი­არ­ქის დაკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბის სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

რა თან­ხე­ბი და­ი­ხარ­ჯა ვის გა­და­ე­რი­ცხა სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბი რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­და შეს­ყიდ­ვე­ბი და რამ­დე­ნად მიზ­ნობ­რი­ვი იყო თი­თო­ე­უ­ლი თეთ­რი?ქალ­ბა­ტო­ნო თიკა, სად წა­ვი­და მი­ლი­ო­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს უფ­ლე­ბა იცო­დეს, რო­გორ და რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იხარ­ჯე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო ფული.მო­ვი­თხოვ, შე­სა­ბა­მის­მა უწყე­ბებ­მა შე­ის­წავ­ლონ თქვე­ნი შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აღ­ნიშ­ნულ ფი­ნან­სურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში. ასე­ვე, რო­გორც ცნო­ბი­ლია, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ლო­პო­ტა­ზე გა­მარ­თულ ძვი­რა­დღი­რე­ბულ სა­ქორ­წი­ლო წვე­უ­ლე­ბას ეს­წრე­ბო­დით. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გან­ხილ­ვა ჩემი მი­ზა­ნი არ არის, თუმ­ცა რო­დე­საც სა­ჯა­რო თა­ნამ­დე­ბო­ბის ყო­ფილ პირ­თან და­კავ­ში­რე­ბით ფი­ნან­სუ­რი გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა და შე­საძ­ლო კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის შე­სა­ხებ კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მათ­ზე და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბის მოს­მე­ნის უფ­ლე­ბა აქვს.ქალ­ბა­ტო­ნო თიკა, დროა, სა­ჯა­როდ უპა­სუ­ხოთ კი­თხვებს!

მე აღარ ვა­პი­რებ დუ­მილს!

ეს არ არის პი­რა­დი და­პი­რის­პი­რე­ბის სურ­ვი­ლი. ეს არის კი­თხვე­ბი, რომ­ლებ­ზეც პა­სუ­ხებს სა­ქარ­თვე­ლო ელო­დე­ბა!დიახ ახლა ამ პა­სუ­ხებს მეც სა­ჯა­როდ ვი­თხოვ!

პ.ს - "ღა­ლა­ტი მტრის­გან არ მო­დის. მტე­რი გებ­რძვის, მო­ღა­ლა­ტე კი გი­ღი­მის", - წერს და­ვით ოქი­ტაშ­ვი­ლი

FACEBOOK კომენტარები