⚠️ თოვლი, ძლიერი ქარი და წვიმა — სინოპტიკოსების ახალი პროგნოზი
მომდევნო დღეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნავარაუდევია წვიმა, ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში კი - თოვლი.
უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდი:
25 ოქტომბერი
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +18, +23°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +14, +19°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლჭყაპი, შესაძლებელია ძლიერი და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +10, +15°,ზოგან +20°-მდე; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +5, +10°,ზოგან +16°-მდე.
26 ოქტომბერი
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +16, +21°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა, მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლჭყაპი, შესაძლებელია ნისლი, აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით -1, +4°, დღისით +7, +12°, ზოგან +18°-მდე.



