რას ამბობს გურამ დადიანიძის მამა, რომელიც შსს-თან მიმდინარე აქციაზე მივიდა?
"ჩემი შვილი სად არის, ცოცხალია, მკვდარია, რა ვითარებაში დაიკარგა ეგ გვაინტერესებს და სიმართლე რომ გამოვლინდეს და გავიგოთ რა მოხდა. ჩვენ ხომ არ ვიცით სინამდვილეში რა მოხდა?!"- ამბობს 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის მამა, რომელიც დღეს შსს-სთან გამართულ აქციაზე მივიდა.
აქციას შეუერთდა გურამ დადიანიძის მამიდაც.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ, კერძოდ კი შენობის მოპირდაპირე მხარეს, 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის წევრები არიან შეკრებილები. ისინი დადიანიძის გაუჩინარების საქმის სწრაფ გამოძიებას მოითხოვენ.
ვიდეო: "ნეტგაზეთ"
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



