რა თქვა მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის შემდეგ?
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო. უკეთესი შემიძლია ვიყო. ვულოცავ პიოტრ იანს. მან დამამარცხა, ის დღეს უკეთესი იყო. ვულოცავ" - თქვა UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის შემდეგ.
ვნობისთვის, აბუ-დაბიში, "ეტიჰად არენაზე", UFC 333-ის თანამთავარ, 5-რაუნდიან ბრძოლაში, სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მერაბ დვალიშვილი (21-6) პიოტრ იანთან (21-5) მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
პირველი რაუნდი ქართველი მებრძოლის სრული უპირატესობით წარიმართა. "მანქანამ" თავის სტილში იჩხუბა, მეტოქე პარტერში რამდენჯერმე გადაიყვანა, გარდა ამისა სახეში მძიმე დარტყმებიც მიაყენა.
მეორე რაუნდში დვალიშვილმა "თეიქდაუნების" მორიგი სერია შემოგვთავაზა და იანს კვლავ აჯობა.
მესამე რაუნდში მებრძოლებმა რამდენიმე დარტყმა გაცვალეს, რაუნდის დასრულებამდე 30 წამით ადრე იანმა დვალიშვილს ფეხით ღვიძლის არეში მძიმე დარტყმა მიაყენა, თუმცა მერაბმა რუსის შეტევები მოიგერია.



