"ექსპერტებს უთქვამთ, ისე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, ძლივს დავაცილეთო" - რას ჰყვებიან რიონში, ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების შესახებ
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ ბიჭებს გლოვობენ.
ტრაგედია გუშინ, მწვანეყვავილას დასახლებაში მოხდა. რიონჰესთან ავტომობილი მდინარე რიონში გადავარდა. ავტომობილში ორი ახალგაზრდა იჯდა. მათ ორ საათზე მეტხანს ეძებდნენ.
გარდაცვლილი ბიჭები ქუთაისში მცხოვრები არიან. ორივე ერთ უბანში, ნიკეაზე ცხოვრობდა. 20 წლის მათე ობოლაძე და 18 წლის ბერდია ხაბულიანი.
ტრაგედიის დროს, 18 წლის ბერდია ხაბულიანი იჯდა.
"ბიჭი, რომელიც დააკლა ქალაქს. საოცარი ბიჭი იყო ბერდია, ახლა იწყებდა ცხოვრებას. ხალისიანი მეგობრებისთვის თავდადებული, ძალიან ნიჭიერი. მოღიმარი. ნუ გეშინია თიკო, მე არაფერი დამემართებაო, ამ სიტყვებს ეუბნებოდა სახლიდან გასვლის წინ ბერდია დედას. ძალიან მზრუნველი დედა ჰყავს, ყველაფრის ეშინოდა ზოგადად და სულ ფრთხილობდა. მოხდა ამხელა უბედურება. დავიხოცეთ ჩვენც, ყველანი ისე განვიცდით ამ ამბავს.
მანქანა რომ ამოიყვანეს მაშველებმა გუშინ ორივე ერთად უპოვიათ მანქანაში, ასე უთქვამთ ექსპერტებს, ისე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, ძლივს დავაცილეთ ერთმანეთსო. მათეს გული გასკდომია და ბერდია უკნიდან ჩახუტებული ყოფილა, ეტყობა ცდილობდა მანქანიდან მის გადმოყვანას.
ისეთი იყოო ბიჭებმა, არ მიატოვებდა არავისო. უღალატო ბავშვი აღარ გვყავს. ძალიან დააკლდება ყველას. მიჭირს წარსულში მასზე საუბარი. ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა. აფხაზეთიდან დევნილია მათი ოჯახი, ისე ხაბულიანების ძირი ლენტეხიდან არის, ლენტეხში ცხოვრობს მისი ბებია და ბაბუა. ძალიან კარგ გარემოში აღზრდილი ბიჭია ბერდია. ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე ცხოვრობდნენ, ახალი გადასულები იყვნენ ნიკეაზე. უნიჭიერესი ბიჭი იყო. ჰყავს პატარა დაიკო.
სიტყვები უძლურია ამ ანგელოზი ბიჭების ოჯახების სანუგეშებლად. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. გაძლებას ვუსურვებ მშობლებს”, - ამბობს ბერდია ხაბულიანის დედის მეგობარი". განაგრძეთ კითხვა>>>>



