ილია თოფურია შეყვარებულია? - ვინ არის "სუხიშვილების" 19 წლის მოცეკვავე, რომელთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტო განხილვის თემად იქცა
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ილია თოფურია, როგორც ჩანს, პირად ცხოვრებაში ახალ ეტაპზეა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ქართველი მებრძოლი ქართველ მოდელს, მოცეკვავეს ლინა სიჭინავას ლოყაზე კოცნის.
უცხოური მედიის ცნობით, წყვილის ურთიერთობის შესახებ ბოლო რამდენიმე კვირაა საუბრობენ, თუმცა არც ერთ მათგანს რომანი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ილია თოფურიას ახალი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ New York Post წერს.
როგორც New York Post სტატიაში აღნიშნავს, ილია თოფურიასთვის გასული 12 თვე საკმაოდ რთული აღმოჩნდა. გამოცემა წერს, რომ გასული წლის ამ პერიოდში თოფურია დაუმარცხებელი UFC-ის მსუბუქი წონის აბსოლუტური ჩემპიონი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი იყო. მანამდე ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონიც გახლდათ, თუმცა აღნიშნულ ტიტულზე უარი თქვა, რათა მსუბუქი წონის ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ ებრძოლა. ბრძოლა 2025 წლის ივნისში გაიმართა და თოფურიამ მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა. განაგრძეთ კითხვა


