რეკლამა
"ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, თოვლი, ქარბუქი, შტორმი" - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს "ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, თოვლი, ქარბუქი, შტორმი" - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს » დროული ინფორმაცია "ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, თოვლი, ქარბუქი, შტორმი" - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

"ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, თოვლი, ქარბუქი, შტორმი" - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

21-11-2026
426
Aa

დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ საქართველოში 21 ნოემბრის დღის ბოლოდან 22 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით.

შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, 22 ნოემბერს მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

მაღალმთაში ძლიერი თოვის, ქარბუქის და ხილვადობის გაუარესების გამო, შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე - საშუალო).

FACEBOOK კომენტარები